უცხოური პრესა 04.10.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 04.10.2017

მიმოხილვას ვიწყებთ გერმანული საინფორმაციო სააგენტო „DPA“-თი, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ჩრდილოეთ ერაყის ქურთული მმართველობა 25 სექტემბერს ჩატარებული არალეგალური რეფერენდუმის გამო გააფრთხილა. „თუ ისინი გონს არ მოეგებიან, მოვლენების განვითარების მიხედვით უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული მმართველობა დროულად მოეგება გონს,“ განაცხადა ერდოღანმა.  

რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტ“-ში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით, „თურქეთი, ირანისადმი დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება“ და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა, თეირანისადმი დაწესებულ სანქციების პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. „ირანს, არასწორი პოლიტიკის გამო ვაკრიტიკებთ, მაგრამ სწორი პოლიტიკის დროსაც მათ მხარს ვუჭერთ. სანქციების პოლიტიკა არასწორი მიდგომაა. ზოგიერთი ქვეყნების მხრიდან ირანის შევიწროვება დიდი შეცდომაა. ირანი ჩვენი მტერია?“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „AP“ იტყობინება, რომ  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ჰუსეინ მუფთუოღლუმ განაცხადა, რომ  ესპანეთის აღმოსავლეთში მდებარე კატალონიაში 1 ოქტომბერს  ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმს არ ცნობენ და აღნიშნა, რომ ახლოს აკვირდებიან მოვლენებს. „თურქეთისათვის ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  ამ პროცესში ორივე მხარისთვის საჭიროა ესპანეთის კანონების დაცვა, ძალადობის გამომწვევი ქმედებებისგან თავის შეკავება. ჩვენ გვწამს, რომ ესპანეთი, რომელთანაც ისტორიული  მეგობრობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, მსგავს პრობლემებს  გადალახავს,“ განაცხადა ჰუსეინ მუფთუოღლუმ.   

უზბეკური საინფორმაციო სააგენტო „CAHON“ წერს, რომ უზბეკეთის სახელმწიფო ინვესტიციების კომიტეტის და სტამბოლის სავაჭრო პალატის პარტნიორობით ტაშკენტში, უზბეკეთ-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმის გახსნის ცერემონიალს, უზბეკეთის ვიცეპრემიერი, ჯამშიდ კოჩკაროვიც დაესწრო. მხარეებმა ფორუმზე ურთიერთ სარგებლობის პრინციპით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და სამომავლო გეგმებზე  იმსჯელეს.  

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები