უცხოური პრესა 13.09.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 13.09.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისა და პროცესის დასრულების შემდეგ თურქეთი S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემას რუსეთისგან შეიძენს. ყაზახეთში ვიზიტიდან დაბრუნებისას ერდოღანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა: „S-400 რაკეტების შესყიდვისა და ჩაბარების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და პირველი განვადებაც გადახდილია... ამ ხელშეკრულების მომდევნო პროცესი სარაკეტო სისტემის შესყიდვის საკითხზე რუსეთის მხრიდან თურქეთისთვის მისაწოდებელ კრედიტს ეხება. როგორც მე ასევე რუსთის სახელმწიფოს მეთაურს, პუტინს, გადაწყვეტილი გაქვს ამ ხელშეკრულების განხორციელება.“

აზერბაიჯანული „ტრენდი“-ს თანახმად, თურქეთის ევროკავშირის საკითხების მინისტრმა და მოლაპარაკებების მთავარმა მწარმოებელმა, ომერ ჩელიქმა, ვიზიტით ჩასულ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს ყველაზე მეტად სურთ მუსლიმი, ლაიცისტური, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო თურქეთის და ევროკავშირის ურთიერთობების გაწყვეტა. „ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე წინსვლა იქნა მიღწეული. იმაზე, რაც უნდა გავაკეთოთ, ევროკავშირთან მოლაპარაკების მაგიდასთან ვიმსჯელებთ. ამის გზა ევროკავშირის მოლაპარაკებების უნარია.“ -განცხადა მინისტრმა ჩელიქმა.

თურქულ ამერიკული საინფორმაციო პორტალის  ინფორმაციით, თურქეთის ავიახაზებმა იმისათვის, რომ აშშ-ში ქარიშხალ ირმას გამო მგზავრებს შეფერხება არ შეექმნათ, დღეს დამატებით რეისი დანიშნა. თურქეთის ავიახაზების პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნული ქარიშხალის გამო დღეს მაიამიდან სტამბოლში ერთი დამატებითი რეისი დაიგეგმა.რეისი, რომლის კოდიც TK 6882-ია ხვალ ადგილობრივი დროით  03.30 საათზე შესრულდება.

და ბოლოს რუსული „სპუტნიკი“ იტყობინება, რომ გაზპრომი და ბოტაში, თურქული ნაკადის ბუნებრივი აირის მილსადენის ევროპის ნაწილის ასაგებად პარტნიორობას დაარსებენ. გაზპრომში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „პარტნიორობა, რუსეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი მთავრობათა შორის შეთანხმების ფარგლებში თურქული ნაკადის მეორე ნაწილის თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი სახმელეთო მონაკვეთის ასაგებად იქმნება.“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაზპრომის მმართველი საბჭო 21 სექტემბერს  TürkAkım Gaz Taşıma A.Ş. სახელწოდების პარტნიორობაში შესვლა არ შესვლის საკითხს განიხილავს.


საკვანძო სიტყვები: უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები