უცხოური პრესა 09.08.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 09.08.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი ყირგიზ კოლეგას სორონბაი ჯანბეკოვს ჩანკაიას რეზიდენციაში შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ყირგიზეთში ფეტულაჰის ტერორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) არსებობის, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისათვის ჩრდილის არ მიყენებისა და ამისათვის ყირგიზეთის ორგანოების სათანადო თანამშრომლობის გზაზე მოლოდინები. მოლაპარკებებზე ასევე განიხილეს მოძმე და მეგობარ ქვეყნებს შორის ასპექტები, რეგიონალური მოვლენები და ყირგიზულმა მხარემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ძმობისა და მეგობრობისათვის ზიანის არ მიყენებისათვის ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ.

ამერიკული თურქული საინფორმაციო პორტალის თანახმად, აშშ სირიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-სთვის, DEAŞ-თან ბრძოლის საბაბით სამხედრო დახმარებას აგრძელებს. 112 ტრაილერი რაკკას ჩრდილოეთში მყოფ ტერორისტებს გაუგზავნეს. კოლონაში განსაკუთრებით საყურადღებო იყო ამერიკის არმიის მიერ გამოყენებული მაღალი მობილურობის უნარის მქონე დაჯავშნული "Hummer"-ები, საწვავის ტანკერები და საშუალო სიდიდის სატრანსპორტო საშუალებები. ამასთანავე ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ გადაზიდვები განსაკუთრებით ღამის საათებში გადახურული ტრაილერებით ხდება.

რუსული „სპუტნიკი“-ს ინფორმაციით ხმელთაშუა ზღვის ტურისტული სასტუმროებისა და ოპერატორების გაერთიანების თავმჯდომარემ ერქან იაღჯიმ განაცხადა, რომ იანვარ-ივლისის მონაკვეთში ანტალიაში 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონით მეტი ტურისტი ჩამოვიდა და ისინი თქმით ყველა რუსეთის მოქალაქეა. ანტალიაში ივლისში ჩასულ ტურისტთა რაოდენობა 2016 წლის ამავე თვესთან შედარებით 76%-ით მეტია, 2015 წლის ივლისი თვესთან შეადრებით 8%-ით, 2014 წლის ივლისი თვესთან შედარებით კი 9%-ით კი ნაკლებია და 2017 წლის ზრდის მთავარი ბაზარი რუსულია.  

ასევე „სპუტნიკი“ იტყობინება, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და კატარის შეიარაღებულ ძალებს შორის 5-7 აგვისტოს „თანამშროლობისა და კოორდინაციის გაფართოების„ მიზნით კატარში გამართული ერთობლივი წვრთნა წარმატებით დასრულდა. თურქეთის შეიარაღებულ ძალებში გაკეთებული განცხადების თანახმად, წვრთნები სახმელეთო ნაწილი 5-6 აგვისტოს კატარში განთავსებულ სახმელეთო ნაწილების სარდლობის მონაწილეობით სარდლობის ადგილის ფორმით შესრულდა. განცხადების მიხედვით, წვრთნების საზღვაო ნაწილში კატარის საზღვაო ძალების პორტში მრავალ ეროვნული საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის მიერ საზღვაო უსაფრთხოების წვრთნები და TCG GÖKOVA-ზე  ანტისახანძრო წვრთნები ჩატარდა. 6-7 აგვისტოს „ფაქტობრივ საზღვარო ნაწილში“ კი მანევრირების, სამძებრო სამაშველო წვრთნები გაიმართა. კატარის საჰაერო ძალების თვითმფრინავების მონაწილეობით საჰაერო თავდაცვის საომარი წვრთნები შედგა.  

და ბოლოს ამერიკული თურქული საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, მსოფლიო მძლეოსნობის მე-16 ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნული ათლეტი იასმანი კოპელო მამაკაცებს შორის 400 მეტრზე დაბრკოლებიან სირბილში ფინალში გადავიდა. 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი წარმოშობით კუბელი იასმანი კოპელო 48,91-იანი შედეგით მეექვსე გახდა და ფინალის ბილეთი მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები: უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები