უცხოური პრესა 05.07.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 05.07.2017

მიმოხილვას ვიწყებთ ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთმა, გერმანიის ფედერალური კანცელარიის შენობის წინ, ხელოვანის,  ფილიპ რუტჩის მხრიდან გამართული  პროვოკაციული აქცია დაგმო. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, გერმანელი პოლიციელების ამ ქმედების მიმართ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება. გერმანელმა პოლიციელებმა გუშინდელ პროვოკაციულ აქციაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.

 

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო AP თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს კვიპროსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას რომელშიც ის აცხადებს: „ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე ორად გაყოფილი კვიპროსიდან ნებისმიერი სახის შეთანხმების საფუძველზეც კუნძულიდან თურქი ჯარები გაყვანილი არ იქნებიან. თურქეთის, საბერძნეთის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული კვიპროსელი ბერძნების ეს მოთხოვნა არავითარ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდება.“  მან ამის შესახებ შვეიცარიაში მიმდინარე კვიპროსის კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  

 

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA წერს, რომ ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერი ევროპის, თურქეთთან მიგრანტების საკითხის ხელშეკრულების გაგრძელების მომხრეა. ოტინგერი ერთ-ერთ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2016-2017 წლებში თურქეთში მყოფ მიგრანტებისათვის სამი მილიარდი ევროს გრანტი გამოიყო, რომელიც წლის ბოლომდე მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. მისივე თქმით თურქეთთან მიგრანტების საკითხში ახალი შეთანხმების მისაღწევად კიდევ სამი მილიარდი ევროს გამოყოფაა საჭირო და აღნიშნული თანხის ერთი ნაწილი ევროკავშირის  ბიუჯეტიდან უნდა იქნას გამოყოფილი.   

 

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend-ი იუწყება, რომ თურქეთ-აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად შექმნილი სპეციალური კომისიის  პირველი შეხვედრა ბაქოში გაიმართა. აზერბაიჯანის განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განათლების მინისტრი, მიქაილ ჯაბაროვიც დაესწრო. მან, სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებზე გაამახვილა, ყურადღება და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ანალოგი მსოფლიოში არ მოიძებნება. მისივე თქმით, თურქეთსა და აზერბაიჯანში გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ათასობით სტუდენტი იღებს განათლებას.   

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები