უცხოური პრესა 28.06.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

760551
უცხოური პრესა 28.06.2017

მიმოხილვას ევროპის სამაუწყებლო ორგანო „Euronews“-ით ვიწყებთ, რომელიც  კვიპროსის საერთაშორისო კონფერენციაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: გაეროს ზედამხედველობით გასამართი კვიპროსის საერთაშორისო კონფერენცია,  შვეიცარიის ქალაქ გრანს მონტანაში დღეს იწყება. აღნიშნული კონფერენცია მიმდინარე წლის იანვრის თვეში ჟენევაში გამართული კონფერენციის გაგრძელებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კვიპროსში, ესპენ ბარტ ეიდემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ჩემის აზრით ეს კონფერენცია საკითხის მოსაგვარებლად ყველაზე კარგი შანსია. თუ ეს შანსი ვერ იქნება გამოყენებული, მაშინ ძალიან სამწუხარო იქნება. ჩემის აზრით კონფერენციაში მონაწილე ყველა მხარე ამ პასუხისმგებლობას კარგად ათვითცნობიერებს.“  

რუსული საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“-ი წერს, რომ თურქეთის ექსპრეზიდენტმა, აბდულლაჰ გულმა რუსულ ტელეარხ RT-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარა ქურთი ხალხის წინააღმდეგ კი არ გამოდის, არამედ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს მხარდამჭერების წინააღმდეგია. გულმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთს სირიასთან  900 კილომეტრიანი საზღვარი გააჩნია და ყველაზე მეტ პასუხისმგებლობასაც ამიტომ თურქეთი გრძნობს. „ამ საკითხის მოგვარებაში ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართული. ვინაიდან ეს საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ქურთების წინააღმდეგ კი არა, არამედ  მხოლოდ პკკ-ს მხარდამჭერ ქურთ დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვდივართ. რადგან,  პკკ-ს მხარდამჭერი ქურთი დაჯგუფებები ტერიტორიებს აფართოებენ და რეგიონის მოსახლეობის ეთნიკურ ცვლილებას ახდენენ რა, ეს ნამდვილად მიუღებელია. ეს ქმედება შეიძლება სამომავლოდ შურისძიებაშიც გადაიზარდოს,“ განაცხადა აბდულლაჰ გულმა.

რადიო ამერიკის ხმის ინფორმაციით, ევროპაში მცხოვრებ თურქებში ერდოღანის მხარდამჭერების რიცხვი იზრდება. ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის  გამოკითხვაც გერმანიაში, საფრანგეთში და ჰოლანდიაში მცხოვრებ მეორე და მესამე თაობის ეთნიკურ თურქებთან ჩატარდა. ანგარიშის მიხედვით აღნიშნულ ქვეყნებში პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე  მისი სამართლიანობის და განვითარების პარტიისა.  მაგალითად, ჰოლანდიაში მცხოვრებ თურქებს შორის ერდოღანისადმი სიმპატიურად განწყობილთა რაოდენობა 73%-ს შეადგენს, ხოლო სამართლიანობის და განვითარების პარტიის მიმართ 53%-ს. საფრანგეთში ეს რიცხვი 65-50-ზე, ხოლო  გერმანიაში  66-46-ზე ისევ ერდოღანის სასარგებლოდაა.

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო „QHA“ იუწყება, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობის, პოლიტიკის და სურსათის მინისტრის მოადგილემ ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ევროპაში სოფლის მეურნეობის წარმოებით მეოთხე ადგილზე მყოფი თურქეთი, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის შეტანას გააგრძელებს. მისივე თქმით ანკარა-კიევს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაწყებულია.   

 

 

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები