უცხოური პრესა 14.06.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 14.06.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მეზობელი ქვეყნების მიერ კატარის  იზოლაცია დაგმო და განაცხადა, რომ ეს ისლამურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ვხედავთ, რომ კატარის საკითხზე ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ. ერთი ქვეყნის მოსახლეობის ყველა გაგებით იზოლაცია ადამიანური არ არის, ისლამური საერთოდ არ არის. საქმე ეხება ქვეყანას, რომელსაც თითქოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. კატარი არის ქვეყანა, რომელმაც თურქეთთან ერთად DEAŞ-ის წინააღმდეგ ძალზედ მტკიცე პოზიცია დაიკავა. ცილისმწამებლური კამპანიით კატარის დამნაშავედ წარმოჩენა რეგიონს სარგებლობას არ მოუტანს.“ ერდოღანის მიერ საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბული საემიროების, ბაჰრეინისა და ეგვიპტის კატართან ურთიერთობების შეწყვეტისა და მკაცრი სანქციების დაწყებიდან რვა დღის შემდეგ გაკეთებულ ამ განცხადებებს, დოჰას რეგიონში ძლიერი პარტნიორის მხრიდან ყველაზე მკაცრი ჩარევის ხასიათი აქვს.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო ASKANEWS-ს თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა 25 სექტემბერს ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობაში რეფერენდუმის გამართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩრდილოეთ ერაყის დამოუკიდებლობის კუთხით ნაბიჯის გადადგმა შეცდომაა და ერაყის ტერიტორიულ მთლიანობისათვის საფრთხე იქნება.“ მისივე თქმით, ამგვარი რეფერენდუმი არავისთვის იქნება სასარგებლო, ერაყის ტერიტორიული მთლიანობას ყოველთვის იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო AP-ს ინფორმაციით, თურქეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება სურს. გუშინ ბულგარელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბინალი ილდირიმმა აღნიშნა: „თურქეთს ევროკავშირთან სრული გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება სურს. ჩვენ ეს ნება გაგვაჩნია.“ მისივე თქმით, თურქეთსა და ევროკავშირს შორის გასულ წელში ხელმოწერილი უვიზო მიმოსვლის და ევროპაში მიგრანტთა ნაკადის შეჩერებისათვის რეადმისიის სრულად ამოქმედების შესაძლებლობა არ არსებობს და უვიზო მიმოსვლა და რეადმისია „პრინციპში“ ერთდროულად უნდა ამოქმედდეს.

და ბოლოს, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით მოსკოვში 17-18 ივნისს თურქეთის ფესტივალი გაიმართება, რომლის თანახმადაც, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში „კრასნაია პრესნიას“ პარკში 16-18 ივნისს თურქეთის ფესტივალია ჩატარდება. ინტერნეტ გვერდის Mos.ru-ს თანახმად, ღონისძიების სტუმრებს თურქეთის კულტურას, ისტორიას, ენასა და ტრადიციებს გააცნობენ. სტუმრები შესძლებენ ხელნაკეთობათა სოფლის დათვალიერებას, ნამდვილი კაბადოკიის საჰაერო ბურთებით გაფრენას, სასაჩუქრე ნივთების შეძენას და ატოლიეების სხვადასხვა მუშაობაში მონაწილეობის მიღებას. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი თურქი მსახიობები. გარდა ამისა, ფესტივალზე მოხდება თურქეთში 200 დასასვენებელი საგზურის გათამაშება.

 


საკვანძო სიტყვები: უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები