უცხოური პრესა 17.05.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 17.05.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი პირისპირი შეხვედრა ვაშინგტონში შედგა. ტრამპი პრეზიდენტ ერდოღანს კარებში ხელის ჩამორთმევით და თბილი საუბრით მიეგება. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ერდოღანის მასპინძლობა მისთვის „დიდი პატივია“. ერდოღანმა კი ტრამპს ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტმა ასევე აშშ-ს და თურქეთის, გაეროს, ნატოს და განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისგან შემდგარ დიდ ოცეულთან ერთად მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს თანახმად, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ გერმანიამ 15 ივლისის ვერაგული გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებსა და ანკარას შორის საჭიროა არჩევანი გააკეთოს. ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები 16 აპრილის საკონსტიტუციო რეფერენდუმამდე გერმანიის ნაცისტური და რასისტული ქმედების გამო დაიძაბა, თუმცა შემდგომში დადებითი მესიჯები მოვიდა, მაგრამ გერმანელი უფლებამოსილების მიერ გადატრიალების მცდელობასთან კავშირის მქონე ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილებამ ურთიერთობების ისევ დაძაბვა გამოიწვია. „გერმანია გადაწყვტილება უდნა მიიღოს. თუ თურქეთთან ურთიერთობების გაფართოება სურს, მაშინ არა ტერორისტებს არამედ თურქეთის რეპუბლიკას უნდა დაუბრუნდეს.“

გაერთიანებული არაბული საემიროების სატელევიზიო არხის „ალ არაბია“-ს ცნობით, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის პრემიერმა ნეჩირვან ბარზანიმ ალ არაბისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სინჯარში არსებობა, რეგიონში არასტაბილურობის გამოწვევისათვის გადადგმული ნაბიჯია. ბარზანიმ განაცხადა, რომ ბაღდადში ამჟამად PKK-ს მხარდამჭერი მხარეები არსებობს და ისინი ტერორისტებს მატერიალურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევენ. „ერაყელი უფლებამოსილების ტერორის მხარდამჭერი ეს პოლიტიკა ვფიქრობ, რომ ძალიან მცდარია. ეს პოლიტიკა თურქეთთან კარგი მეზობლობის ურთიერთობებს არ შეესაბამება და ერაყის ინტერესებს არ ემსახურება. ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ PKK-ს სინჯარში არსებობა იმ რეგიონის არასტაბილურობას ნიშნავს.“- განაცხადა ბარზანიმ და დაამატა, რომ ბაღდადის ხელისუფლებას ერაყის რეგიონალურ მმართველობასთან კოორდინაცია უნდა ჰქონდეს და ამ რეგიონებში იმისათვის, რომ PKK არასტაბილურობის ელემენტს არ წარმოადგენდეს, მოქმედება უდნა დაიწყოს.  

და ბოლოს, გერმანული Deutsche Welle-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერები, ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტისათვის პეკინში შეიკრიბნენ. მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მიზნებისგან თურქეთის მსგავს ქვეყნებს დიდი მოლოდინი აქვს. ევროპის ქვეყნები კი შიშობენ, რომ პროექტის გახსნის შემდეგ სავაჭრო საქმიანობა აზიისკენ გადაინაცვლებს. სამიტზე თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის დაახლოება ევროპის ყურადღებას არ გამორჩენია. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 7 ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან სამიტს ლიდერების დონეზე მხოლოდ იტალია დაესწრო. ევროპის მედიაში წერენ, რომ ამ პროექტით სავაჭრო ნაკადისა და აქტიურობის კონცენტრირება უფრო მეტად აზიაში მოხდება და უფრო მეტად აზიის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.   

 


საკვანძო სიტყვები: უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები