08. 08. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

84045
08. 08. 2014. თურქული პრესა


თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ”აქშამ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრემიერის და პრეზიდენტობის კანდიდატის რ.თ.ერდოღანის თურქეთის საპალატო, საბირჟო გაერთიანების რიგით მეშვიდე საბჭოს სხდომაზე გავრცელებული განცხადების შესახებ. ციტირებას უკეთებს ერდოღანის სიტყვებს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ერდოღნი იქნება პრეზიდენტად არჩეული არავითარი გადახვევა არ მოხდება თურქეთის ეკონომიკაში. 12 წელიწადში მათ მოახერხეს თურქეთის ეროვნული შემოსავლის სამჯერ გაზრდა და 230 მილიარდი დოლარიდან 830 მილიარდ დოლარამდე აყვანა.
თუ ახლაც გახდება იგი პრეზიდენტი, ამის შემდეგაც ამავე წესით გააგრძელებენ მუშაობას და მიზნად ისახავენ ეროვნული შემოსავლის 2 ტრილიონ დოლარამდე გაზრდა.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი წერს, რომ ყველაზე დიდმა ტრაქტორის მწარმოებელმა ფირმამ ”თურქულმა ტრაქტორმა” გასულ წელს განახორციელა 1,3 მილიარდი თურქული ლირის ბრუნვა. საწარმოს დირექტორის მარკო ვოტტანის განცხადებით, 2014 წლის პირველ ნახევარში, მათ შესძლეს საწარმოს შექმნის 60 წლის ისტორიაში, ყველაზე რეკორდული მაჩვენებლის განხორციელება.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი ყურადღებას ამახვილებს იზმირის სავაჭრო პალატის გამგეობის თავმჯდომარეის ექრემ დემირთაშის სიტყვებზე, რომლის ცნობითაც წლის პირველი შვიდი თვის დასასრულისთვის იზმირში განახორციელეს 78 საკრუიზო მოგზაურობა და იზმირში შეიყვანეს 190.028 მგზავრი.
გაზეთი ”სტარ”-ი მკითხველს აცნობს, რომ მსოფლიოს 28 მილიარდი დოლარის ავლა-დიდების მქონე, რიგით მეხუთე მილიარდერი ინდოელი ლაქშმი მიტტალი, თავისი ულტრა ლუქსი იახტით და ოჯახის წევრებით, გუშინ ჩავიდა ბოდრუმში.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, რომ 4 წელია, იმეფეს თურქეთის დირექტორის თანამდებობაზე მყოფმა მარლ ლევისმა, თავისი მოვალეობა ოფიციალურად გადააბარა შრიკანდ სედადრს.
გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით, ებოლას ვირუსის გამო აშშ-ის საგანგაშო მდგომარეობამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.
ამ ვირუსმა დღემდე დასავლეთ აფრიკაში შეიწირა 932 ადამიანის სიცოცხლე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები