30.07.2014. უცხოური პრესა

უცხოური პრესის მიმოხილვა

74563
30.07.2014. უცხოური პრესა


დღეს საზღვარგარეთის პრესის მიმოხილვას თურქეთთან დაკავშირებული ინფორმაციების მომცველი გაზეთებით დავიწყებთ. ინგლისური საინფორმაციო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს პრემიერ მინისტრის ერდოღანის სიტყვებზე, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს ღაზაზე თავდასხმის გამო ისრაელის გასამართლებას. გაზეთი ეყრდნობა რა ერდოღ ანის სიტყვებს, წერს, რომ თუ გააგრძელებს ისრაელი ღაზაზე თავდასხმას არ ასცდება საერთაშორისო სასამართლოზე გაყვანა. გარდა ამისა, ისრაელის დასავლეთის მხრიდან დაცვა და სიტუაციისადმი მსოფლიოს დუმილი ყოვლად მიუღებელს წარმოადგენს. კატარს დაფუძვნებული საინფორმაციო სააგენტოს el Cezire-ს ინტერნეტ გვერდში კი წერია სტატია სათაურით: ”თურქი დიპლომატისგან მხარდაჭერა ღაზას” მისი ცნობით, თურქი ხალხის ღაზისადმი გამოჩენილი მხარდაჭერა აქტიურ დიპლომატიურ იმედს აღვიძებს პალესტინელ აქტივისტებს და მხარდამჭერებში. თურქეთის ხელისუფლების, მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ კონტექსტში წარმართული დიპლომატიური საქმიანობა აშკარად იგრძნობა. ანკარამ ისრაელის თავდასხმისადმი თავისი უარყოფითი მიდგომა მრავალჯერ გამოთქვა-აღნიშნავს ელ ჯეზირე და ამატებს, რომ თურქეთმა ეს დამოკიდებულება მრავალჯერ გამოთქვა უმაღლესი დონის მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზეც.
იტალიური საინფორმაციო სააგენტოს Adnkronos-ის ცნობით ევროკავშირის ინტეგრაციის მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლის აზრით ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდ პროექტად ითვლება.
ჩავუშოღლიმ სტრატეგიულ პროექტად და გაწევრიანების განხილვებად შეაფასა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თურქეთისთვის და აღნიშნა, რომ ეს არის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ყველაზე დიდი მოდერნიზაციის პროცესი.
ხსენებული სააგენტოს ცნობით ჩავუშოღლიმ აღნიშნა, რომ მართალია ევროკავშირის ქვეყნებში თავი იჩინა ეკონომიკური, ფინანსური კრიზისის, ქსენოფობიის მსგავსმა პრობლემებმა, მაგრამ სწამს, რომ თურქეთის გაწევრიანება შესაძლებლობად იქცევა ამ კრიზისის დაძლევაში. სწამს, რომ ევროკავშირი არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელსაც სურს მასში იყოს გაწევრიანებული თურქეთი, რომლის მტკიცე გადაწყვეტილებაში, გახდეს ევროკავშირში გაწევრიანების წევრი არაფერი შეცვლილა-წერს გაზეთი.
რუსული საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti-ი წერს, რომ თურქეთს შეუძლია შექმნას თავისუფალი სავაჭრო რეგიონი.
გაზეთი წერს რუსეთის ეკონომიკის და განვითარების მინისტრთან ალექსე ულუიკაევთან შეხვედრის შემდეგ თურქი ეკონომიკის მინისტრის ჟურნალისტებთან გავრცელებული განცხადების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღის წესრიგში ჩააყენეს თურქეთს, რუსეთს, ბელორუსიას შორის საბაჟო გაერთიანებით თავისუფალი სავაჭრო რეგიონის შექმნის შესაძლებლობა. სააგენტოს ცნობით ულიკაევმაც, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, G20 სახელმწიფოების ვაჭრობის მინისტრთა შეკრებაზე აღნიშნა თურქ მინისტრთან სავაჭრო რეგიონის შექმნის გარდა, თანამშრომლობის კონტექსტში სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და სექტემბრიდან ამ შესაძლებლობებისთვის უფრო დეტალური შეფასების მიცემაზე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები