თურქული პრესა 14/02/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 14/02/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ჰულუსი აქარის თავის ბერძენ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, ბრიუსელში  ნატოს თავდაცვის მინისტრიალზე მონაწილეობის დრსო ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში თავის ბერძენ კოლეგა,  ევანგელოს აპოსტოლაკისს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იქნა განხილული.

გაზეთ „Haber Türk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით; „ვენესუელაში ექსპორტი სამჯერ გაიზარდა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთიდან ვენესუელაში გასულ წელს ექსპორტი წინა წელთან შედარებით 222%-ით გაიზარდა და 120 მილიონ 800 ათას დოლარს მიაღწია. თურქეთიდან ვენესუელაში ძირითადად საკვები პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ მიმდინარე წელს სტამბოლში გასამართი  ტექნო ფესტივალი (TEKNOFEST) 17-22 სექტემბერს ათათურქის სახელობის აეროპორტში გაიმართება. თურქეთი მიმდინარე წელს გასამართი ტექნო ფესტივალის ფარგლებში 1 მილიონზე მეტ სტუმარს ელოდება.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ერზრუმში  ზამთრის კურორტ პალანდოკენზე მიმდინარე წელს ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ირანიდან ეწვია. მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე კურორტზე სასტუმროები თითქმის 90%-ით არის ყოველთვის შევსებული.  

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი წარმოების მრავალფუნქციური უნივერსალური სადესანტო გემი „TCG Anadolu“ უახლოეს ხანებში ზღვაში ჩაიშვება. აღნიშნული გემი თურქეთის მიერ საკუთარი შესაძლებლობებით დამზადებული ყველაზე დიდი სამხედრო გემი იქნება.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები