თურქული პრესა 07.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 07.02.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერალური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (FSVTS) პრეზიდენტმა, დიმიტრი შუგაევმა განაცხადა, რომ S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემები, შეთანხმების შესაბამისად თურქეთს 2019 წლის შემოდგომაზე გადაეცემა. "თურქეთის მიერ გაკეთებული შკვეთა ამჟამად 1 მილიარდ დოლარზე მეტია. ჩაბარების ვადა ორჯერ წინ გადმოვწიეთ და 2019 წლის შემოდგომაზე ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ.“-აღნიშნა შოიგუმ.

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად მსოფლიოში გამოყენებული მკურნალობის მეთოდით ცნობილი და შავი ზღვის რეგიონში ახლად აღმოჩენილი "მაგნიტური შავი ქვიშა“ თიმუსის ჯირკვლის ამუშავებით კურნავს სტრესსა და ძილის პრობლემებს, რევმატულ და ფსორიაზის მსგავს დაავადებებს. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე რეგიონში არსებული მაგნიტური შავი ქვიშა, თურქეთში ძირითადად შავი ზღვის რეგიონში ორდუს უნიეს რაიონშია და იგი ყურადღებას იქცევს მასში არსებული მინერალებით და  კომპონენტების სიმდიდრით.

მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი სპონსორული კონტრაქტების მქონე თურქეთის ავიახაზები THY, ლათინურ ამერიკაში მსოფლიო მასშტაბის შეხვედრაში არგენტინის „სუპერკლასიკოში“ მონაწილეობისთვის ემზადება - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. კლუბმა River-მა ფორმაზე, სტადიონის გამოყენებასა და სოციალურ ქსელებში თანამშრომლობისთვის თურქეთის ავიახაზებს წინადადება გაუგზავნა. თურქეთის ავიახაზების რეკლამა River Plate-ს ფორმებზე და Estadio Monumental-ის სტადიონზე გამოჩნდება. სუპერკლასიკოს შეხვედრაში River -ის მეტოქე ბოკა ჯუნიორსი იქნება. დერბი თამაში 8 თებერვალს ჩატარდება.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ჩინური სმარტფონების მწარმოებელი Huawei-ს P Smart-ის 2019 წლის სატელევიზიო სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული ფილმი თურქეთში გადაღებული პირველი სარეკლამო ფილმია. კომპანიის თურქეთში გადაღებული სარეკლამო ფილმი “Huawei Mobile Türkiye”-ს YouTube-ის არხით გავრცელდა. სარეკლამო ფილმში ნაჩვენებია ელაზიღში მდებარე ჰაზარის  ტბა, შანლიურფაში მდებარე ჰალფეთიე, ბითლისის გუროიმაქიდან დაწყებული ანტალიის ტაზის კანიონით დამთავრებული ქვეყანაში არსებული ბუნებრივი სილამაზეები.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, სტამბოლის ბირჟაზე იანვარში უცხოელმა ინვესტორებმა სუფთად 798 მილიონი ამერიკული დოლარის აქციები შეიძინეს, ამგვარად 2017 წლიდან დღემდე ყველაზე მაღალი ფასის შესყიდვა განხორციელდა. უცხოელმა ინვესტორებმა 2017 წლის იანვარში სუფთად 816 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის აქციები შეისყიდეს და ამის შემდეგ ასეთი დონის შესყიდვა აღარ მომხდარა. უცხოელმა ინვესტორებმა 2019 წლის პირველ თვეში გაზრდილი გლობალური რისკის მადის გავლენით სტამბოლის ბირჟაზე გაძლიერებული შესყიდვები დაიწყეს და მათ იანვარის თვეში ყველაზე მეტი უპირატესობა ბანკების აქციებს მიანიჭეს.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები