თურქული პრესა 01/02/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 01/02/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „ადანის“ მემორანდუმი რომელიც 1998 წელს, თურქეთ-სირიას შორის გაფორმდა, თუ კარგად იქნება გამოყენებული, მაშინ მათთვის დიდ სარგებელს მოიტანს.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ,  გაეროს კვიპროსის  სამშვიდობო მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კუნძულის არცერთი მხარის სასარგებლოდ არ არის მიღებული რა, მის შესახებ გადაწყვეტილება,  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის თანხმობით არ მიღებულა.  

„ექსპორტში ზრდა“ ასეთი სათაური იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა და ვაჭრობის სამინისტრომ 2018 წლის ექსპორტის მონაცემებთან დაკავშირებით კვლევები ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, თურქეთიდან საზღვარგარეთ ექსპორტი 2018 წელს გასული წლის იმავე პერიოდის მიხედვით 7%-ით გაიზარდა და 168 მილიარდ 32 მილიონი დოლარი შეადგინა.

გაზეთი „Hürriyet“-ი თურქეთიდან 2018 წელს რუსეთში განხორციელებულ პამიდვრის ექსპორტზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, 2018 წელში თურქეთიდან, რუსეთში 37 ათას 107 ტონა პამიდვრის ექსპორტი განხორციელდა. მაშინ როდესაც ეს რიცხვი 2017 წელს 2075 ტონას შეადგენდა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთში 2018 წელს ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ, საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებთან ერთად 46 მილიონ 112 ათას 592 შეადგინა. აღნიშნულის შესახებ მონაცემები კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ გაავრცელა. თურქეთში 2018 წელს ჩამოსული უცხოელი ტურისტებით ყველაზე მეტი  5,5 მილიონით პირველ ადგილზე რუსები, მეორე ადგილზე გერმანელები, ხოლო მესამეზე,  ბულგარელები არიან.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები