თურქული პრესა 28.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 28.01.2019

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ანტალიაში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ შაბათს, ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს მხრიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე თავდასხმა მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ თურქმა ჯარებმა მათ საკადრისი პასუხი გასცეს. “ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის ახალი მთავრობა, ანკარის მოთხოვნით პკკ-ას წინააღმდეგ რიგი ღონისძიების გატარებას აპირებს და ამიტომ სეპარატისტები გაცოფებულნი არიან, ერთის მხრივ თურქ სამხედროებზე თავდასხმებს აწყობენ, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის თურქეთის წინააღმდეგ პროვოცირებას აწყობენ", განაცხადა მან.

Haber Türk-ი, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ჩრდილოეთში, კონკრეტულად კი აზეზეს და მარეს რეგიონებში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაციის, YPG/PKK-ს ობიექტებზე განხორციელებულ საარტილერიო თავდასხმას აშუქებს და წერს, რომ ამ თავდასხმის შედეგად ათობით სეპარატისტი ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო ამის პარალელურად მათი კუთვნილი თავშესაფრები და საცეცხლე წერტები მიწასთან იქნა გასწორებული

“2,5 მილიონმა უცხოელმა ადრეული დაჯავშნა გააკეთა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: წელს, საზღვარგარეთიდან თურქეთში ჩამოსასვლელი ტურისტების რაოდენობაში მკვეთრ გაზრდას ელიან. თურქეთის ტურ ოპერატორთა პლატფორმის პრეს წარმომადგენელმა ჯან ფოლათოღლუმ განაცხადა, რომ, 50%-იანი ფასდაკლებისა და 9 განვადების კამპანიამ,  ადრეული დაჯავშნის შესაძლებლობები მიმზიდველი გახადა უცხოელებისთვის და უკვე 2.5 მილიონმა კაცმა დაჯავშნა ადგილები ეგეოსის და ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვადასხვა კურორტებზე. "საზღვარგარეთიდან ყველაზე მეტი ადგილები რუსებმა და გერმანელებმა დაჯავშნეს, გარდა ამისა 3 წლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანელი ტურისტების დაჯავშნებიც საკმარისად გაიზარდა და ისინი ძირითადად ბოდრომს და დიდიმს ირჩევენ,", განაცხადა ფოლათოღლუმ, წერს სტარი

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის ოტობანებზე და ფასიან ხიდებზე მოძრაობას აშუქებს და წერს, რომ დღეში 1 მილიონამდე სატრანსპორტო საშუალება გადის მათზე, ე.ი. ქვეყნის ბიუჯეტი ყოველ 1 წამში 58 ლირის მოგებას იღებს. “საავტომობილო გზების გენერალური დირექტორატის მონაცემების მიხედვით, 2001-2018 წლებში ფასიანი ხიდებით 2.5 მილიარდმა მანქანამ ისარგებლა, ხოლო ოტობანებით 3.4 მილიარდმა და სახელმწიფო ბიუჯეტმა ხსენებულ პერიოდში 12.4 მილიარდი ლირის  შემოსავალი მიიღო“, აღნიშნავს იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი.

ამავე გაზეთის სპორტულ გვერდზე წერია, რომ მოსკოვის გარეუბან ქალაქ ოდინცოვოში მცხოვრებმა, მამით თურქმა და დედით რუსმა გოგონამ ოსმან დელიბაშმა, გაყინულ წყალში დარჩენის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. “26 წლის დელიბაში, რომელიც რუს ჯარისკაცებს ცივ წყალში დიდხანს დარჩენის ტაქტიკას ასწავლის, გუშინ, 1 საათსა და 4 წუთს დარჩა გაყინულ წყალში და მსოფლიო რეკორდი დაამყარა რა, მისი ეს რეკორდი გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა და უკვე  მის ინტერნეტ გვერდზეც გამოქვეყნდა“, წერს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები