თურქული პრესა 25.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 25.01.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის მყოფი ერთადერთი ქვეყანა თურქეთია. პრეზიდენტი ერდოღანი ანკარაში სამხედრო აკადემიის ატლასისა და გლობუსის აპლიკაციების პრეზენტაციას დაესწრო. „ჩვენ 780 ათასი კვადრატული კილომეტრის სამშობლოს ტერიტორიები გვეყოფა.“-განაცხადა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონასთან დაკავშირებით თურქეთს ანექსიის მსგავსი დარდი არ გააჩნია.   

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში მოყვანილია საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ზოგიერთი ლათინური ამერიკის ქვეყანა და აშშ ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს. ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ თურქეთი ამ რთულ პირობებში ვენესუელისთვის ეკონომიკური მხარდაჭერის გაწევას ცდილობს.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთში მდებარე ტელ რიფატის რაიონის ახლოს შეიხ ისას და ჰარბილის სოფლების დამკავებელი YPG/PKK-ს სამიზნეები ჰაუბიცებით დაბომბა- წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ოპერაცია „ევფრატის ფარის“ რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, აფრინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ტელ რიფატის დაბის შეიხ ისასას სოფელსა და მარეს დაბის სოფელ ჰარბილში ტერორგანიზაციის სამიზნეებს 12 ჰაუბიცა ესროლეს.  

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ბერათ ალბაირაქი შვეიცარიის დაბა დავოსში მიმდინარე 49-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს ბრუნო ლე მაირს და გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს პეტერ ალტმაიერს შეხვდა. შეხვედრაზე აღნიშნულ ქვეყნებსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, აფიონქარაჰისარში ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამაერთიანებელი ფირმა 4 კონტინენტის 50 ქვეყანაში 300 სახელობის “აფიონის ლოქუმის“ ექსპორტს ეწევა. აღნიშნული ფირმის ექსპორტის დირექტორმა მერვე ჩაქიჯიმ განაცხადა: „ყველაზე მეტ ექსპორტს ამჟამად ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვახორციელებთ. ამ ქვეყნებში უფრო მეტად თხილიან, ფსტიან, ნუშიან და ხილის არომატიან ლოქუმს ვაგზავნით.“


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები