თურქული პრესა 08/01/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1121119
თურქული პრესა 08/01/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: აიდინის დიდიმის რაიონში რუმი ჩათიქქაშის მიერ გასული წლის სექტემბრის თვეში ნაპოვნი ხუთი მეტეორიდან ერთ-ერთზე ადამიანის და ცხოველის ფიგურებია გამოსახული. ჩათიქქაშის მიერ ნაპოვნი მეტეორები ქაჰრამანმარაშის სუთჩუ იმამის სახელობის უნივერსიტეტში იქნა გამოკვლეული, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 26 ელემენტიდან 6 არალემიური ელემენტებია.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, თურქეთის წამყვანი ფირმების საგარეო ვაჭრობის მოლოდინების კვლევის შედეგებმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველ კვარტალში ექსპორტის 5,4%-ით გაზრდას ელოდებიან. ამავე კვლევების მიხედვით მიმდინარე წელს ასევე იმპორტის შემცირებასაც ელიან.

„ფოლადის ექსპორტი იზრდება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთში ფოლადის წარმოება 2018 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში 0,5%-ით გაიზარდა რა, 34.4 მილიონ ტონას მიაღწია. ამ პერიოდში ფოლადის ექსპორტი, რაოდენობის მიხედვით 19.2%-ით გაიზარდა რა, 16 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ თურქეთის საზღვაო ტურიზმის გაცნობითი ღონისძიება ალანიაში გაიმართება. აღნიშნული პროგრამა რომელიც,  19-27 იანვარს უნდა გაიმართოს, 90 ქვეყნიდან 2000-მდე ტურისტული სააგენტო მიიღებს მონაწილეობას.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ სივასის გურუნის რაიონში მდებარე გოქფინარის ტბა, რომელიც ბუნებრივ აკვარიუმად არის აღიარებული,  თოვლის მოსვლის შემდეგ სულ სხვა სილამაზედ გადაიქცა. ქალაქის ცენტრიდან 147 კილომეტრის მოშორებით მდებარე გოქფინარის ტბა მთელი წლის განმავლობაში მრავალ ტურისტს ღებულობს. გოქფინარის ტბაზე ჩამვლელთაგან უმეტესი ბუნების ფოტოგრაფები გახლავთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები