თურქული პრესა 05.12.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1100833
თურქული პრესა 05.12.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არგენტინაში დიდი ოცეულის ლიდერების სამიტის შემდგ პარაგვაისა და ვენესუელაში ვიზიტი დაასრულა და გუშინ დედაქალაქ ანკარაში დაბრუნდა. ერდოღანმა ესენბოღას აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ლათინურ ამერიკასთან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაფართოებას ისევ გავაგრძელებთ.“ პრეზიდენტის განცხადებით, ორმხრივ შეხვედრებზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ტერორის ყველა ფორმის წინააღმდეგ სოლიდარობა.   

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ბინალი ილდირიმს ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გუშინ დედაქალაქ პეკინში კონგნანაის სახელმწიფო სახლში პრემიერმინისტრ ლი კიციანგს შეხვდა. ილდირიმმა შეხვედრაზე განაცხადა: „ისტორიული აბრეშუმის გზის აზიის აღმოსავლეთიდან ევროპის ცენტრისკენ მიმავალ მარშრუტზე მდებარე ორ მნიშვნელოვან ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ჩინეთი ჩვენთვის სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა.“

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად სამხერთ ამერიკაში გამგზავრებულ მის მეუღლეს ემინე ერდოღანს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მეუღლემ სილია ფლორეს დე მადურო სპეციალური პროგრამით დახვდა - წერს გაზეთი „საბაჰი“. ვენესუელას ახალგაზრდათა და ბავშვთა ეროვნულმა ორკესტრმა და ანსამბლმა ემინე ერდოღანის პატივსაცემად კონცერტი გამართა. კონცერტზე თურქულ სიმღერებთან ერთად თურქეთის ეროვნული ჰიმნიც შეასრულეს.    

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, უსაფრთხოების ძალების ნაწილებისათვის გადაცემული უპილოტო სახმელეთო ტრანსპორტის სახეობა და რაოდენობა გაიზრდება. თავდაცვის მრეწველობის სამმართველომ უპილოტო სისტემების სფეროში ადგილობრივი წარმოების გაზრდისა და გამრავალფეროვნების სამუშაოები გაააქტიურა. ამ ფარგლებში უპილოტო პლატფორმების, ლოჯისტიკური მომსახურების, რისკის შემცველ ტერიტორიებზე დაზვერვის და სატრანსპორტო მომსახურებით მაღალი საცეცხლე ძალისა და მოძრაობის უნარის გამოყენებით მტერთან მიახლოებისა და საჭიროების შემთხვევაში განეიტრალების მიზნით გამოყენება იგეგმება.   

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ თურქული სერიალების არაბული გახმოვანების დაწყების დღიდან 2007 წლიდან დღემდე ლიბანში ყველაზე მოთხოვნად სერიალებად თურქული სერიალები რჩება. ლიბანელები სირიულ, ეგვიპტურ და მექსიკურ სერიალების მაგიერ ბოლო 10 წელია თურქულ სერიალებს ანიჭებენ უპირატესობას. ლიბანელი მამაკაცები აცხადებენ, რომ უფრო მეტად თურქული ენის შესწავლისთვის უყურებენ ამ სერიალებს, ქალების თქმით კი სერიალებს შინაარსის, მსახიობთა ოსტატობისა და თურქეთის გეოგრაფიული სილამაზის, კულტურისა და მოდის მიმართა დაინტერესების გამო ანიჭებენ უპირატესობას.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები