თურქული პრესა 12.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 12.11.2018

 

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პირველი მსოფლიო ომის დასრულების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში მონაწილეობის მიზნით პარიზში მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა სტატია მისწერა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს და მასში აღნიშნა, რომ ხსენებული ომის მე-100 წლისთავზე თურქეთი აგრძელებს მსოფლიოში მშვიდობა-სტაბილურობის განმტკიცების მიზნით აქტიური მცდელობების გამოჩენას. ამავე სტატიაში თურქი პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ წარსულის მწარე გამოცდილებების საფუძველზე, საუკეთსო გზის არჩევა უნდა შესძლონ.

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი სტამბოლის აეროპორტებში მგზავრთა დენადობას აშუქებს და წერს, რომ მიმდინარე წლის 10 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5 მილიონით მეტ მგზავრს მოემსახურნენ. ამავე ანალიზით, მიმდინარე წლის 10 თვეში სტამბოლის აეროპორტებში 588 ათასი რეისი განხორციელდა, როცა ეს ციფრი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში 571 ათასი რეისი იყო

“ქუშადასის პორტში წელს ღუზა ჩამოუშვა 152 საკრუიზო გემმა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: ეგეოსის მარგალიტად წოდებულ საკურორტო ქალაქ ქუშადასში მიმდინარე წელს, მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან  123 ათასი მდიდარი ტურისტი ჩამოიყვანა მის პორტში ღუზა ჩამოშვებულმა 152 საკრუიზო გემმა და ამით ქუშადასმა თურქეთის პორტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. საკრუიზო გემებით ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს ამ რეგიონში  ოქროს პლიაჟებთან, ლაჟვარდისფერ სანაპიროებთან, მცხუნვარე მზესთან ერთად იზიდავთ მომაჯადოებელი ბუნებრივი სილამაზეები, ანტიკური არქიტექტურული ძეგლები და ქალაქები, მათ შორის ყველაზე მეტად კი, წმინდა მარიამის სახლ-მუზეუმი და ანტიკური ქალაქი ეფესი  

Yeni Şafak-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ თურქული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად განთავისუფლებულ და ტერორისტებისგან გაწმენდილ სირიის ჩრდილოეთში მდებარე აფრინის რეგიონში, მოსახლეობის მთავარ საზრდოს ზეთისხილის ბაღები წარმოადგენს და აი ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე დაიწყო რა მისი კრეფა და წარმოება, ისინი თავიანთ პროდუქციას თურქ ზეთისხილის მწარმოებლებთან თანამშრომლობით და პარტნიორობით უცხოეთშიც გაიტანენ

Star-ი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ პირველი თურქული ოპერის, “ტროას“ პრემიერამ ანკარის სახელმწიფო ოპერისა და თეატრის სცენაზე წარმატებით, უფრო სწორედ, სრულ ანშლაგში ჩაიარა და მიმდინარე სეზონში ეს ოპერა გასტროლებზე წავა მოსკოვსა და ბერლინში



მსგავსი ინფორმაციები