თურქული პრესა 08.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 08.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სამი ეგრეთ წოდებული ლიდერის შესახებ „სამართლიანობისათვის ჯილდოს“ პროგრამის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოს ჯილდოს დაწესების გადაწყვტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა მას „დაგვიანებული გადაწყვეტილება“ უწოდა. აქარის თქმით, აშშ-სგან სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს მიმართ ქმედებების, მისგან არაფრით განსხვავებული YPG-ს წინააღმდეგ გამოჩენასაც ელოდებიან.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ევროკავშირის კომისიის პრესსპიკერმა მარგარიტის შინასმა ყოველდღიურ ბრიფინგზე საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე „ევროკავშირის კომისიის გაფართოებაზე პასუხისმგებელმა წევრმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ თურქეთთან მოლაპარაკებები საჭიროა დასრულდეს. ეს ასახავს თუ არა ევროკომისიის ოფიციალურ პოზიციას?“ უპასუხა; ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარე ჟან კლოდ იუნკერს შეუძლია გაახმოვანოს და „ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელებაა.“

თურქეთმა დუბაიში გამართულ ტელეკომუნიკაციები სართაშორისო კავშირის საბჭოს არჩევნებში 146 ქვეყნის ხმა მიიღო და წევრად იქნა არჩეული- წერს გაზეთი „ვათანი“. საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული ერების ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის საბჭოს წევრების არჩევნები 2018 წლის 5 ნოემბერს დუბაიში ჩატარდა, სადაც თურქეთმა 146 ქვეყნის ხმა მიიღო და მეოთხედ გახდა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის საბჭოს წევრი.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ავიახაზების მგზავრთა რაოდენობამ 10 თვეში 183 მილიონს მიაღწია, რომლის თანახმადაც, თურქეთის მასშტაბით მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის დასასრულისათვის ავიარეისებით მოემსახურნენ 183 მილიონ 709 ათას 862 მგზავრს. სახელმწიფო საჰაერო მოედნების ოპერაციის გენერალურმა სამმართველომ ოქტომბრის თვის საჰაერო რეისების, თვითმფრინავით გადაყვანილი მგზავრების და გადაზიდული ტვირთების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში აეროპორტიდან აფრენილი/დაფრენილი თვითმფრინავების რაოდენობა შიდა ხაზებზე 75 ათას 583, საზღვარგარეთის ხაზებზე კი 61 ათას 332 ათასია.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, გუშინ ინდონეზიაში გაიხსნა გამოფენა Indo Defence. გამოფენაზე ახალი სახელით იქნა წარმოდგენილი ფირმა FNSS -სა და ინდონეზიური ფირმა PT Pindad-ის მიერ ერთად თურქეთში შექმნილი საშუალო სიმძიმის კლასის ტანკი KAPLAN MT-ი. ინდონეზიაში ტანკმა ტესტირება წარმატებით გაიარა, მისი სერიული წარმოების სახელად “Harimau” იქნა არჩეული და იგი გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პროდუქცია გახდა.


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები