თურქული პრესა 02.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1080257
თურქული პრესა 02.11.2018


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ხაზინისა ად ფინანსთა მინისტრის, ბერათ ალბაირაქის, განცხადებით „მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის 2019 წლის რეიტინგში თურქეთმა 2018 წელთან შედარებით 17 საფეხურით წინ გადაინაცვლა და 190 ქვეყენას შორის 43-ე ადგილი დაიკავა.“ ალბაირაქმა ასევე აღნიშნა: „ჩვენი ქვეყანა 2018 წელში გატარებული რეფორმებს მეშვეობით წელს პირველად ყველაზე მეტი რეფორმებით გაუმჯობესების მაჩვენებელ 10 ქვეყანას შორის შევიდა. ანგარიში, რომელიც გლობალური ინვესტორებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია, ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის ინვესტორების დნობის გაზრდის წარმატებს მაჩვენებელია.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა ოქტომბრის თვის ექსპორტის მონაცემები გამოაქვეყნა. ოქტომბერში ექსპორტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13,1%-ით გაიზარდა და 15 მილიარდ 732 მილიონ დოლარს მიაღწია. ექსპორტმა ამ მაჩვენებლით ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდი დაამყარა.

ელაზიღში მოპოვებული ალუბლისფერი მარმარილო თურქეთში და საზღვარგარეთ მნიშვნელოვან ადგილებში გამოიყენება - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. აქვე ნათქვამია, რომ ელაზიღში მოპოვებული მარმარილო ადრე ქააბააში და თეთრ სახლში, ბოლოს კი ახლადგახსნილ სტამბოლის აეროპორტში გამოიყენეს. მისი ექსპორტით კი თურქეთში ვალუტის დიდი რაოდენობა შემოდის. ელაზიღში მოპოვებული მარმარილო 4 კონტინენტის 45 ქვეყანაში იგზავნება.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით იმუნური სისტემის დამხმარე, უამრავი ვიტამინის და მინერალის შემცველი მწნილის ნაირსახეობებიც ექსპორტში ვალუტის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ გადაიქცა. 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში 98 ქვეყანაში 151 მილიონი დოლარის ღირებულების მწნილი იქნა გატანილი. ეგეოსის რეგიონში დამზადებულ 121 მილიონი დოლარის მწნილის ექსპორტში ყველაზე დიდი წილი 40 მილიონ 418 ათასი დოლარი, კიტრის მწნილზე მოდის.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ბილკენტის უნივერსიტეტში შექმნეს კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია მოძრავი საჰაერო რაკეტის სიჩქარის ავტომატურად შეცვლა. ბილკენტის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის განყოფილების დოქტორმა ილდირაი ილდიზმა განაცხადა: „ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოებით ჰაერში მოძრაობის პროცესი მყოფ რაკეტას ახალი თვისება შევძინეთ. ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამით რაკეტას ჰაერში მოძრაობისას სიჩქარის შემცირება და გაზრდა შეძლება. ამგვარად, რაკეტები სამიზნის თვალთვალს უკეთესი პერფორმანსით შესძლებენ.“


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები