თურქული პრესა 16.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 16.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც თურქეთი ერთის მხრივ ყურადღების კონცენტრირებას ეკონომიკურ მიზნებზე ახდენს, მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვან როლს იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ ფარგლებში თურქეთი, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდში მეორედ დაეკისრა „აღმასრულებელი დირექტორის“ მოვალეობა, 2020 წლიდან მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორიც გახდება.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, 29 ოქტომბერს გასახსნელი სტამბოლის ახალ აეროპორტში სამუშაოები სრული სისწრაფით გრძელდება, ხოლო მეორეს მხრივ კი ტესტირება ტარდება. ჩატარებული ტესტირების ფარგლებში თურქეთის ავიახაზების სამი სამგზავრო თვითმფრინავი სტამბოლის ახალ აეროპორტში დაშვებას განახორციელებს. დაშვებულ თვითმფრინავებს შემდეგ ხიდებთან მიიყვანენ. პარკირების ტერიტორიაზე მისული თვითმფრინავებისთვის ტვირთის გადასაზიდი საშუალებებიც ბაქანზე გამზადებული იქნება.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით ქირიქქალეში 500 ჰექტარ ტერიტორიაზე ასაგები თურქეთში პირველი იარაღის სპეციალიზებულ ორგანიზებულ სამრეწველო ზონაში ფაბრიკა შენდება. ფაბრიკაში იარაღის წარმოება 2019 წლის 15 თებერვალს დაიწყება. „სინერგიული ენერგო სისტემების“ მფლობელმა ადნან დუმანმა განაცხადა: „ფაბრიკაში იმის გამო, რომ მექანიკური და ქიმიური ინდუსტრიის ორგანიზაციის მიმწოდებლები ვართ, ძირითად საბრძოლო მასალას და იარაღის ნაწილებს, მათთან დაკავშირებულ სისტემებს ვაწარმოებთ. ეროვნული წარმოების შაშხანა MPT-76 და MPT-55-ის თაოსნობით ბევრი პროდუქცია არის, რომელთა პროექტიც ჩვენ გავაკეთეთ. მათ განვავითარებთ და MPT-76-ის ve MPT-55-ის ერთ-ერთი მთავრი მიმწოდებელი ფირმა გავხდებით.“

თურქული სერიალები და სატელევიზიო პროდუქცია, გუშინ საფრანგეთში გახსნილ სატელევიზიო სექტორის გამოფენა MIPCOM-ზე 110 ქვეყნიდან ჩასულ 5 ათას შემსყიდველს წარედგინა - წერს გაზეთი „საბაჰი“. სტამბოლის სავაჭრო პალატის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თურქეთიდან გამოფენისთვის სავაჭრო დელეგაცია შეიქმნა. დელეგაციაში სექტორში მოღვაწე გამავრცელებლები და პროდიუსერული 30 ფირმის 45 წარმომადგენელი შევიდა. გამოფენაზე მეორედ გაიხსნა თურქული ანიმაციის პავილიონი, სადაც ანიმაციური სექტორის 8 ფირმა და 12 წარმომადგენელი იმყოფებდა. გამოფენა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, Red Bull Rookies-ს თასზე 15 წლის მოტოციკლეტისტმა ჯან ონჯუმ ესპანეთში გამართულ FIM-ის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეშვიდე შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო შეჯიბრი 25 ნოემბერს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები