თურქული პრესა 12.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 12.10.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ჩავუშოღლუს ერაყში ვიზიტზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ: ოფიციალური ვიზიტით ერაყში ჩასულმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ადრე უსაფრთხოების მიზნით დახურული მოსულისა და ბასრას საკონსულოებს ხელმეორედ გახსნიან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ყველგან გააგრძელებს სადაც არ უნდა იყოს ეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ მიმდინარე წლის  აგვისტოს თვეში ანგარიშის ბალანსმა 2,6 მილიარდი დოლარით ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა რა, ანგარიშის პროფიციტმა იანვარ-აგვისტოს თვეში 30,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად,  თავდაცვის სამრეწველო დეპარტამენტმა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო. ქალაქ, კონიაში მოქმედ ერთ-ერთმა  იარაღის მწარმოებელმა ქარხანამ, „AK 40-GL“-ს ტიპის ბომბის მტყორცნელი იარაღის წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. მისი პირველი ეტაპის უსაფრთხოების ძალებზე გადაცემა ექვსი თვის შემდეგ იგეგმება.

„თურქეთის თავდაცვის პროდუქციები აშშ-ში გამოიფინა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის სამრეწველო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ფირმებიდან ROKETSAN-მა და REPKON-მა ვაშინგტონში გამართულ „AUSA 2018“ სახელწოდების სამხედრო გამოფენაზე მათ მიერ წარმოებული პროდუქციები გამოფინეს. გამოფენაზე მრავალი ქვეყნის საერთაშორისო კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას.

გაზეთი „Haber Türk“-ის მიხედვით თურქი კონტრაქტორების საზღვარგარეთ ბიზნესის კეთების ავანტურა ლიბიიდან დაიწყო რა, ამ თვალსაზრისით ბოლო წლებში აფრიკის ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თურქმა კონტრაქტორებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აფრიკაში სხვადასხვა სფეროში 15 მილიარდი დოლარის პროექტები აიღეს.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები