თურქული პრესა 11.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 11.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ ერდოღანმა აფრიკის ქვეყნებთან ადგილობრივი ფულის ერთეულით ბიზნეს პარტნიორობის წარმოების მოწოდება გააკეთა. სტამბოლში, თურქეთ-აფრიკის მეორე ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა აღნიშნა: „ჩვენ მთლინად კონტინენტზე დიპლომატიურ არსებობს ვაძლიერებთ, აფრიკის ქვეყნებმაც თურქეთში დიპლომატიური წარმომადგენლობების რაოდენობა 10-დან 33-მდე გაზარდეს. გაეროში, ისლამური თანამშრომლობის მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებში თურქეთის გლობალური მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებისათვის წარმოებულ სამართლიან ბრძოლას ჩვენმა აფრიკელმა მეგობრებმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს. უკვე ყველა ჩემს აფრიკელ მეგობარს ვეუბნები, ადგილობრივი ფულის ერთეული, ვაწარმოოთ ბიზნეს პარტნიორობა ეროვნული ვალუტით.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის ავიახაზები სტამბოლის ახალი აეროპორტისათვის ბილეთების გა=ყიდვას რამდენიმე დღეში დაიწყებს. გიგანტური ცენტრის ოფიციალური გახსნის შემდეგ თურქეთის ავიახაზები ზოგიერთ შიდა და საერთაშორისო რეისს აქედან შეასრულებს. ბილეთები გაიყიდება იზმირის, ადანის, ანკარის, ანტალიის, ბაქოს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ზოგიერთ რეისზე. სტამბოლის ახალი აეროპორტების მგზავრთა რაოდენობის 70% თურქეთის ავიახაზების იქნება. ახალ აეროპორტში დიდი გადასვლა კი 30-31 დეკემბერს მოხდება.

უსაფრთხოების ძალების ინვენტარში შემავალი ვერტმფრენების Atak-ის რაოდენობა იზრდება და ამავდროულად გრძელდება მუშაობა ვერტმფრენების შესაძლებლობების გაზრდაზე - წერს გაზეთი „ვათანი“. მუშაობა დაიწყო Faz-2 პაკეტში შემავალი ვერტმფრენების Atak-ის პროტოტიპზე, რომლის საკომუნიკაციო და ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობა გაიზრდება და ახალი პროგრამებით აღიჭურვება. ვერტმფრენების Atak-ისთვის ასევე ადგილობრივი ძრავის შექმნა და 200 მილიმეტრიანი სისტემის ჩადგმა იგეგმება.  

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში ყურადღებას იქცევს სტატია სახელწოდებით „მუღლაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა“, რომლის თანახმადაც, მუღლაში 9 თვეში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა. მუღლას კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიზ ქარაჯააღაჩმა განაცხადა: „მუღლას ყველაზე მეტი 900 ათას 75 ინგლისელი ეწვია, 380 ათას 487 რუსი, 177 ათას 94 გერმანელი, 168 ათას 165 უკრაინელი და 132 ათას 985 პოლონელი.“

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ წელს მეოთხედ გასამართ ანკარის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე 9 ქვეყნიდან 36 წარმოდგენა გაიმართება. 12-დან 21 ოქტომბრამდე გასამართი ფესტივალი ანკარის უნივერსიტეტის ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის ფარაბის სახელობის დარბაზში წარმოდგენით „სოკრატეს ბოლო ღამე“ გაიხსნება. ასევე გაიხსნება ხელოვან აიშე უისალის მინიატურების „ქარაგოზის ფიგურების“ გამოფენა.


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები