თურქული პრესა 24.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 24.09.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთმა, პარაგვაის დედაქალაქ, ასუნსიონში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები გაიარა რა, ამ ქვეყნის პირველ ელჩად,  არმაღან ინჯი ერსოი დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის  თანახმად, ამ თვალსაზრისით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ,  მევლუთ ჩავუშოღლუმ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მონაწილეობის მიზნით ჩასულ,  ნიუ-იორკში პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლუის ალბერტო კასტილიონის შეხვდა. შეხვედრაზე, თურქეთ-პარაგვაის ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნა განხილული.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობის ტრენინგების საჭიროების დასაკმაყოფილებლად, აერონავტიკის მრეწველობის მიერ დამზადებული სასწავლო თვითმფრინავი „Hürkuş“-ის აღნიშნულ დაწესებულებაზე გადაცემა  მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით გერმანიის ქალაქ, ჰანოვერში გამართულ 2018 წლის საერთაშორისო კომერციულ ავტომობილთა გამოფენაზე საუკეთესო ჯილდო თურქი ინჟინრების მიერ დამზადებულმა IAA-ს კომერციულ ავტომობილს გადაეცა. აღნიშნულ  ავტომობილებს თურქული ჰოლდინგი „ქოჩ“-ი აწარმოებს.

გაზეთი „Vatan“-იტყობინება, რომ თურქეთში ტურიზმის განვითარებისადმი მხარდაჭერა  ახალ ეკონომიკურ პაკეტშიც იქნა შეყვანილი. ამის ფარგლებში ჩინეთის, ინდოეთის და იაპონიის ჩათვლით შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ ახალი პროგრამები უნდა იქნას შემუშავებული.

გაზეთ „Haber Türk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით:  „სამი ახალი მშვიდი ქალაქი იქმნება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ქალაქ მუღლას ქოიჯაღს, ბითლისის აჰლათს და ერზინჯანის ქემალიეს რაიონებს „მშვიდი ქალაქი“-ს სტატუსი მიენიჭება.
 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები