თურქული პრესა 12.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 12.09.2018

                                         

                      

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა მსოფლიო საზოგადოებრიობას მოუწოდა, იდლიბის პროვინციაში მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციას და მის ფარგლებში შესაძლო მასიურ ხოცვა-ჟლეტას წინ აღუდგნენ და კრიზისი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ. „იდლიბში მიმდინარე თავდასხმები, საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებას დიდ ზიანს მიაყენებს. სირიის პრობლემის მოსაგვარებლად ყველა დაინტერესებულ მხარეს უხლოეს მომავალში მათზე დაკისრებული ვალდებულების  შესრულებისკენ მოვუწოდებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ტალღა დაემუქრება. აქედან გამომდინარე ამერიკამაც და ევროპამაც, რეგიონის ქვეყნებთან ერთად ეს შესაძლო თავდასხმა იდლიბზე აუცილებლად უნდა შეაჩერონ“ განაცხადა ქალინმა, წერს სტარი.

Habertürk-ი იუწყება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუმინეთის დედაქალაქ  ბუქარესტში, თურქეთის, რუმინეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ  გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იდლიბთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენი წინადადება ღიაა, შეჩერდეს იდლიბში თავდასხმები და ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივად ვიმოქმედოთ“.

Yeni Şafak-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ანკარა მკაცრად გმობს აშშ-ს მხრიდან პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ვაშინგტონში მოქმედი ოფისის დახურვის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას. აქვე  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის, ჰამი აქსოის გამოხმაურებაც არის გამოქვეყნებული, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ამით ამერიკამ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში მიუკერძოებლობა დაკარგა. მისივე თქმით თურქეთი როგორც წარსულში და ახლა, მომავალშიც გააგრძელებს პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას

“თურქული ძრავაც წარმატებით ამუშავდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობის სექტორი ახალ ახლ წარმატებებს აღწევს. მათი მხრიდან შექმნილი პირველი თურქული წარმოების ვერტმფრენმა T625-მა, რამდენიმე დღის წინ წარმატებით გაიარა ტესტირება, ხოლო გუშინ კი მისი ძრავის პროტოტიპის ტესტირებაც წარმატებით დასრულდა და ამით თურქეთი ვერტმფრენების მწარმოებელ ქვეყნად გადაიქცა



მსგავსი ინფორმაციები