თურქული პრესა 11.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 11.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთმა, საბერძნეთს, დასავლეთ თრაკიის თურქული უმცირესობის არჩეული მუფთების არ აღიარების პოზიციის შეწყვეტა მოსთხოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ განაცხადა: „დასავლეთ თრაკიის თურქული უმცირესობის შეშფოთებას ჩვენი მხარეც იზიარებს. დასავლეთ თრაკიის თურქული უმცირესობის მიერ არჩეული მუფთების არ ამღიარებელი საბერძნეთის მიერ უპირველეს ყოვლისა ამ პოზიციის შეჩერებას და განსახორციელებელი რეგულაციებით უმცირესობების მოთხოვნების გათვალისწინებას ველოდებით.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 5,2%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით თურქეთმა უკან ჩამოიტოვა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნები და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. წარმოების მეთოდების მიხედვით მიმდინარე ფასებით მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის პროგნოზი ამა წლის მეორე კვარტალში გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით 20,4%-ით გაიზარდა და 884 მილიარდ 4 მილიონ 260 ათასი ლირა შეადგინა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ციფრები ეკონომიკაში დაბალანსების პროცესის დასაწყისის მაჩვენებელია. მინისტრ ალბაირაქის განცხადებით, წამყვანი მაჩვენებელები მესამე კვარტლიდან შიდა მოთხოვნების შემცირებაზე მიანიშნებს, პირველადი სამიზნე მიმდინარე დეფიციტი და ინფლაციაა და საერთო ბრძოლის მოწოდება გააკეთა.

გაზეთი „იენი შაფაკი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ქიშმიშის ექსპორტში ბოლო 9 წლის რეკორდი დამყარდა“, რომლის თანახმადაც, თურქეთმა უწიპწო ქიშმიშის სექტორში 2017-2018 წლის სეზონი 279 ათას 343 ათასი ტონის ანუ 542 მილიონ 498 ათასი დოლარის ექსპორტით დახურა. ქიშმიშის ექსპორტი 8%-ით გაიზარდა და ექსპორტში შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წილი 8%-დან 11%-მდე გაიზარდა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ქირშეჰირში 5 ათას წლოვანი ქალეჰოიუქის არქეოლოგიური გათხრების დროს სელჩუკებისა და ოსმალების პერიოდის აჰი ანუ „ვაჭართა თანადგომის“ ორგანიზაცია იქნა აღმოჩენილი. რეგიონში 2009 წელში დაწყებული გათხრები გარკვეული პერიოდით შეჩერდა და 2012 წელში ისევ განახლდა.


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები