თურქული პრესა 07.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 07.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის შეუიარაღებული ძალების გაძლიერების ფონდის (TSKGV) პარტნიორებმა და თავდაცვის მრეწველობის წამყვანმა კომპანიებმა გასული წლის პერფორმანსით 10,5 მილიარდი ლირის მთლიანი მოგება მიიღეს. ამას შექმნილი ორიგინალური, ეროვნული, ინოვაციური პროდუქციითა და სისტემების საზღვარგარეთ გაზრდილი რაოდენობით ექსპორტით თავდაცვის მრეწველობის თაოსნობით დიდი წვლილი შეაქვს და დიდ დამატებით ღირებულებას სძენს თურქულ მრეწველობას. თურქული თავდაცვის კომპანიები მსოფლიოს 100 უდიდეს კომპანიებს შორის შედიან.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ანტალიის დაბა იბრადიში მდებარე ალთინბეშიქის გამოქვაბული, სადაც თურქეთში ყველაზე დიდი და მსოფლიოს სიდიდით მესამე მიწისქვეშა ტბაა, ყოველ სეზონზე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა. ტბა, რომელიც სოდიანი წყლის გამო ფირუზისფერია, 400 მეტრის სიგრძისაა და ტბაზე ნავით აღჭურვილობის გარეშე შესვლაა შესაძლებელი.  

მიმდინარე წლის 7 თვეში გასული წელთან შედარებით 20%-ით მეტი 2 მილიონ 321 ათასი გერმანელი ტურისტი ჩამოვიდა და გერმანული წამყვანი ტურისტული კომპანიების განცხადებით თურქეთში კიდევ უფრო მეტი მათი მოქალქე ჩამოვა - წერას გაზეთი „ვათანი“. გერმანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის კომპანია  Trevo Trend-ის გენერალურმა დირექტორმა, მატიას ლანგემ, განაცხადა: „თურქეთი ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა და ბოლო მომენტში ადგილების დაჯავშნის კუთხითაც მასზე მაღალი მოთხოვნაა. თურქეთში მომდევო კვირეებშიც ადგილების 100%-ით შევსებას ველოდებით.“

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ თურქეთის პირველი ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიების გამოფენა Teknofest-ი 20-დან 23 სექტემბრამდე სტამბოლის ახალ აეროპორტში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ტექნოლოგიური კონკურსები, საავიაცო წარმოდგენები, სემინარები და ღონისძიებები ჩატარდება. კონკურსები 12 სხვადასხვა კატეგორიისგან შედგება და ესენია „ტექნოლოგია კაცობრიობის სასარგებლოდ, უპილოტო საფრენი აპარატი, მოდელი თვითმფრინავი, უპილოტო წყალქვეშა სისტემები, რობოტული დაპყრობა 1453, რობოტაქსი, ხელოვნური ინტელექტი, რაკეტა“ და სხვა.  

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთში საჰაერო გზებით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა აგვისტოში წლიურ ბაზაზე 4,8%-ით გაიზარდა და 22,8 მილიონს მიაღწია. უცხოელ მგზავრთა რაოდენობა ისევ ამ პერიოდში 10,8%-ით გაიზარდა. იანვარ-აგვისტოს მონაკვეთში კი მგზავრების რაოდენობა 12,5%-ით 143,2 მილიონამდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები