თურქული პრესა 05.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 05.09.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით რომელშიც ვკითხულობთ: ყირგიზეთის ვიზიტიდან დაბრუნების დროს მნიშვნელოვანი განცხადებების გამკეთებელმა პრეზიდენტმა ერდოღანმა, სირიის ქალაქ იდლიბში მოსალოდნელი ოპერაციაც შეაფასა და აღნიშნა: „იმ შემთხვევაში თუ იდლიბი დაიბომბება, ეს ყველაფერი მასიურ მკვლელობებში გადაიქცევა. იდლიბში ამჟამად ძალიან უმოწყალო პროცესი მიმდინარეობს. იქ ამჟამად 3,5  მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  რომ რამე მოხდეს, პირველი სადაც ეს ადამიანები თავის გადარჩენის მიზნით გაქცევას შეძლებენ  ისევ თურქეთია.“

გაზეთი „Yeni Şafak“ წერს, რომ ერაყის საზღვართან მდებარე იქიიაქას მთები, რომლების „გაუვალად“ იყო მიჩნეული, თურქეთის სპეცრაზმელები ტერ ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ ოპერაციებს უწყვეტლივ აგრძელებენ. ბოლო სამი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე 16 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის ქალაქ ედირნეში 5 თვე პატიმრობაში მყოფმა და შემდეგ გათავისუფლებულმა ორმა ბერძენმა ჯარისკაცმა აღიარა, რომ თურქეთის ტერიტორია არალეგალურად გადაკვეთეს.

გაზეთ „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ASELSAN-ი კვიპროსში ბაზას ქმნის“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სამხედრო ელექტრონიკის მრეწველობის მოწინავე ფირმა ASELSAN-ი,  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში კვლევის და ტესტის ცენტრს ჩამოაყალიბებს. ასელსანი ამით ეროვნული წარმოების იარაღის გაზრდას ისახავს მიზნად.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთის ქალაქ დენიზლის ფამუქქალეში მდებარე და  მთელ მსოფლიოში ცნობილი „კლეოპატრას აუზი“  როგორც ადგილობრივი,  ასევე უცხოელი ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები