თურქული პრესა 04.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 04.09.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ვკითხულობთ: სტამბოლი ტექნო-ფესტივალისთვის ემზადება. 20-23 სექტემბერს გასამართი ტექნო-ფესტივალი სტამბოლის ახალ აეროპორტში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში საავიაციო შოუები, სემინარები, საერთაშორისო ინიციატივების სამიტები და სხვადასხვა აქტივობები გაუმართება.

გაზეთ „Haber Türk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით  „Turkish Cargo-მ ფრენების რაოდენობა 85-მდე გაიზარდა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ავიახაზების შვილობილმა კომპანიამ,  Turkish Cargo-მ, რომელიც ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფი ტემპით მზარდი კომპანიაა, ფრენების რაოდენობა გაზარდა. Turkish Cargo-მ ახლა უკვე რუანდის დედაქალაქ,  კიგალში და ომანის დედაქალაქ, მასკატშიც დაიწყო ფრენები და მისი რაოდენობა 85-მდე გაზარდა.

„თურქეთი და რუსეთი  სოფლის მეურნეობის სფეროში  შეთანხმებას მოაწერს ხელს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთი და რუსეთი 5 სექტემბერს სტამბოლში CNR Expo ცენტრში გასამართ ფორუმის ფარგლებში სოფლის მეუორნეობის სფეროში სხვადასხვა შეთანხმებების გაფორმებას აპირებს. ხვალ ასევე,   თურქეთ-რუსეთს შორის ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შეხვედრაც გაიმართება.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ქალაქ დენიზლის ფამუქქალეში მდებარე და  მთელ მსოფლიოში ცნობილი „კლეოპატრას აუზი“  როგორც ადგილობრივი,  ასევე უცხოელი ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ერთ-ერთი დაჯილდოების ცერემონიალზე ჟიურის სახით ანტალიაში მყოფმა, ჟან-კლოდ ვან დამმა  თურქეთისადმი შეხედულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, თურქი ხალხი ძალიან გულწრფელი და გულთბილები არიან. მან თურქული სამზარეულოც შეაფასა და „ფანტასტიური“ უწოდა.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები