თურქული პრესა 31.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 31.08.2018

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, გუშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდი ზეიმებით აღინიშნა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვების 96-ე წლისთავი. ამავე სტატიით, ყველა ქალაქის მთავარი მოედნები და პროსპექტები საზეიმოდ მოიკაზმა და ყველგან მშვიდობიანი მსვლელობები და აღლუმები მოეწყო, ხოლო ამ გამარჯვების ორგანიზატორის, ათათურქის ანკარაში არსებულ მავზოლეუმს კი ჯერ თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამხედროები, შემდეგ კი უბრალო მოქალაქეები ეზიარნენ რა, კიდევ ერთხელ თაყვანი სცეს და პატივი მიაგეს დიდი ბელადის ხსოვნას  

Yeni Şafak-ი ერდოღანის მიერ გუშინ გავრცელებულ მილოცვის მესიჯს ანთავსებს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მწარმოებელ ანკარას, როგორც 96 წლის წინ, ახლაც ყოველი მხრიდან უტევენ  იმპერიალისტები, მაგრამ, რაც არ უნდა გააკეთონ, კვლავ მაშინდელივით მოეცარებათ ხელი და კვლავ ვერ დააჩოქებენ თურქეთის რესპუბლიკას და მის ხალხს

“ეს ინფორმაცია ტრამპს გაანაწყენებს“, ასეთი სახელწოდების სტატის იპყრობს ყურადღებას Sabah-ში, რომელშიც ვკითხულობთ: ამ ბოლო ხანებში თურქეთის მიმართ მტრულად განწყობილი ტრამპის მიუხედავად, გიგანტურმა ამერიკულმა კომპანიამ LinkedIn-მა, აშშ-ის პრეზიდენტის თურქეთისადმი ეს განწყობა არაფრად ჩააგდო და დაიწყო მზადება ინვესტიციების თურქეთის ეკონომიკაში ჩადებისათვის. კომპანიამ, რომელსაც 500 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, სტამბულში ოფისების გახსნისა და ინვესტირების მიზნით უკვე მოლაპარაკებები დაიწყო

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი მიმდინარე სეზონში თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტების გეოგრაფიას ეხება რა, წერს, რომ ევროპელი, რუსი, ჩინელი და არაბი ტურისტების კვალდაკვალ, ამ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმაც და მათმა საერთო რაოდენობამ საზაფხულო სეზონში 140 ათასს მიაღწია, რაც 74 ჯერ მეტია წინა წლებში ჩამოსულებზე. სამხრეთ ამერიკიდან ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთში არგენტინიდან და ბრაზილიიდან ჩამოვიდა, წერს ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი

Star-იც ეხება თურქეთში ტურიზმის განვითარებას და წერს, რომ ადრე ესპანეთში ჩასულმა უცხოელმა ტურისტებმა ამ ზაფხულს პირი თურქეთისკენ იბრუნეს, რამაც ესპანეთში ჩასულ ტურისტთა რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა. აქვე ესპანეთის ერთ ერთი უდიდესი ტურისტული კომპანიის, Exceltur-ის თავჯდომარის მოადგილის, ლუის ზორედას განცხადებაა ამ თემაზე გამოქვეყნებული, რომელშიც იგი თავისი სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ინგლისელი და გერმანელი ტურისტების ესპანეთში ახლიდან მიზიდვის მიზნით გაზარდონ მომსახურების ხარისხი, ხოლო ფასები კი შეამცირონ



მსგავსი ინფორმაციები