თურქული პრესა 29.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 29.08.2018

 

                          

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქმა სამხედრო პილოტებმა,  აშშ-გან შეძენილი სამხედრო თვითმფრინავ F-35-ით გუშინ, ამერიკის ცაზე პირველი საწვრთნელი ფრენა განახორციელეს. ამასთან დაკავშირებით თურქეთის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქმა პილოტებმა, რომლებიც აშშ-ში შესაბამის სამხედრო წვრთნებს გადიან, 28 აგვისტოს  ავია-გამანადგურებელ F-35-ით პირველი ფრენა განახორციელეს“. ანკარამ პირველი ორი ცალი ფანტომი უკვე იყიდა ამერიკისგან და ეს არის თურქეთის არმიაში მე-5 თაობის პირველი საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებსაც დაბალი ხილვადობა, უმაღლესი შესაძლებლობები, სენსორული ტექნოლოგიები და სარადარო სისტემები გააჩნიათ. თურქეთი, რომელიც ასევე ჩართულია F-35-ების წარმოებაში, მთლიანობაში 100 ცალი ფანტომის პერიოდულ შესყიდვას აპირებს, წერს საბაჰი

Haber Türk-ი იუწყება, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2018 წლის ივლისის თვის საერთაშორისო რეზერვებისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობის განვითარების ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, ოფიციალური სარეზერვო აქტივები, წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზარდა და 100.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტის აქტივები წინა თვესთან შედარებით 3.9 პროცენტით გაიზარდა და 77 მილიარდი დოლარი შეადგინა

“ვიტრინები ჩინელ და არაბ ტურისტებს დააკმაყოფილებს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: მზა ტანსაცმლის ინდუსტრია თურქეთში დღითიდღე იზრდება და ამ მხრივ დამაჯერებელ ნაბიჯებს დგამს. ასე რომ, თურქეთი ამ მხრივ ახლო აღმოსავლეთისა და შორეულ აღმოსავლეთის სავაჭრო ცენტრი ხდება. ამიტომაც, სექტორის წარმომადგენლებმა თავიანთი კოლექციების ახალი მოთხოვნების საფუძველზე შეცვლა დაიწყეს. თურქეთის კურორტებზე დასასვენებლად ჩამოსული არაბები და ჩინელები თურქული წარმოების მზა ტანსაცმელსაც დიდი ოდენობით ყიდულობენ და მათთვის ვაჭრობის გასაადვილებლად, ამიერიდან მარკეტების ვიტრინებს არაბული და ჩინური წარწერებიც ექნებათ, ხაზს უსვამს ვათანი

Star-ის კორესპონდენტი ერზრუმიდან იუწყება, რომ ქარაქაიას მთაზე, რომელიც ზღვის დონიდან 3170 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, დაიწყეს აღმოსავლეთ ანატოლიის ობსერვატორიის მშენებლობა, რომლის ექსპლოატაციაში გადაცემა 2020 წლისათვის არის გათვალისწინებული. ეს ობსერვატორია უახლოესი ტექნოლოგიებით და დიდი ტელესკოპებით იქნება აღჭურვილი რა, მათით უფრო უკეთ შეისწავლიან კოსმოსის საიდუმლოებებს. “ამ ობსერვატორიის ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ, მას მსოფლიოს წამყვანი ასტროფიზიკოსები და კოსმოსის შემსწავლელი მეცნიერები ეწვევიან“, წერს სტარის ერზრუმელი კორესპონდენტი



მსგავსი ინფორმაციები