თურქული პრესა 28.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული  პრესა 28.08.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც თურქეთის სახაზინო და ფინანსთა მინისტრის საფრანგეთში ვიზიტზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა სადაც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ, ბრუნო ლე-მეირესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს თურქმა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ, აშშ-ს მხრიდან დაწესებული სავაჭრო სანქციები განიხილეს. ალბაირაქმა ისიც დასძინა, რომ დოლარმა საერთაშორისო ვაჭრობაში ნდობა დაკარგა რა, თურქეთის და საფრანგეთი ერთობლივად იმოქმედებენ.

გაზეთი „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქული თავდაცვის მრეწველობა  ჩინურ  მედიაში“ და მასში ვკითხულობთ: ჩინურმა ტელეარხმა  Feng Huang-მა გაშუქებულ ერთ-ერთ ინფორმაციაში თურქეთის თავდაცვის მრეწველობას დაუთმო ადგილი, რომელშიც იგი იუწყება, რომ თურქული თავდაცვის მრეწველობის მიერ წარმოებული შესაბამისი დანადგარების ექსპორტი,  ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამავე ინფორმაციაში  ისიცაა აღნიშნული, რომ აშშ-ს მხრიდან თურქეთის ეკონომიკის მიმართ თავდასხმების მიუხედავად, თავდაცვის მრეწველობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკას პოზიტიურს ხდის.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ერთ-ერთი ამერიკელი ეკონომიკური ქილერებიდან „ჯოჰენ პერკინი“-ს  განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით არსებობენ ეკონომიკური ქილერები, რომლებიც თურქეთის ეკონომიკას ესხმიან თავს. მან,  აშშ-ს მხრიდან თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციებიც შეაფასა და ანკარას მოუწოდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) თავი შორს დაიჭიროს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა  ნიკოლა სარკოზიმ და მეუღლე,  კარლა ბრუნიმ წელს  დასასვენებლად თურქეთის ტურისტული ქალაქი, ბოდრუმი აირჩიეს. თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავით უკან დაბრუნებულმა სარკოზის ცოლმა კმაყოფილება სოციალურ ქსელში ამ სიტყვებით გამოხატა: „ლამაზი თურქეთი, თავი სიზმარში მეგონა“.

„მსოფლიოს ყველაზე ჯანსაღ ქალაქებად თურქეთიდან ოთხი ქალაქი იქნა შერჩეული“  ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: ქვეყნების და  ქალაქების შესახებ ინფორმაციების შემცველ ინტერნეტ ქსელ,  „Numbeo“-მ ქალაქების ჯანდაცვის ინდექსები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მასში თურქეთიდან ოთხი ქალაქი მოხვდა და ესენია, სტამბოლი, ანკარა, ბურსა და იზმირი.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები