თურქული პრესა 17.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 17.08.2018

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი გუშინ, ტელეხიდით დაუკავშირდა უცხოელ ინვესტორებს. ამავე სტატიით ტელეხიდში მონაწილეობისთვის ათასამდე უცხოელ ინვესტორს ელოდნენ, მაგრამ, რეგისტრაცია  გაიარა 4 ათასზე მეტმა ინვესტორმა

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ აშშ-თან დაწყებული დაძაბულობის შემდეგ, უცხოური ვალუტების რყევებისადმი მკაცრი უარყოფითი რეაქცია მოახდინეს თურქეთის რიგითმა მოქალაქეებმა და მათ ყური უგდეს რა რეჯეპ თაიპ ერდოღანის მიერ გავრცელებულ მოწოდებას, ხელთ არსებული ვალუტების ლირაზე გადაცვლის თაობაზე, გრძელი რიგები დააყენეს სავალუტო ჯიხურებში და ბანკებში, ისე რომ, ჯიხურებიც და ბანკებიც ვეღარ აკმაყოფილებენ და ვერ ასწრებენ ბაზრების თურქული ლირით უზრუნველყოფას, აღნიშნავს სტარი

“კატარის შემდეგ დიდი ინვესტიციები ჩინეთისგანაც“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ამერიკის მხრიდან თურქეთზე ფინანსური თავდასხმის საპასუხოდ, მსოფლიოს ქვეყნებმა თურქეთში დიდი ინვესტიციების ჩადება დაიწყეს. გუშინ, ჯერ კატარი 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციას შეჰპირდა ერდოღანს, შემდეგ ჩინეთის ყველაზე უდიდესმა საინტერნეტო სავაჭრო ფირმა ალიბაბამ, ჯერ  თურქული კომპანია  Trendyol-ის წილი შეისყიდა, ხოლო შემდეგ კი განაცხადა, რომ თავისი სავაჭრო ფირმის ფილიალის, თურქეთში  გახსნის საკითხიც დგას დღის წესრიგში

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთში ჩამოსულ ჩინელ ტურისტთა რაოდენობას ეხება და წერს, რომ გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 91%-ით მოიმატა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობამ და მთლიანობაში 200 ათასამდის მიაღწია. სტატიის ავტორის აზრით, ამაში წვლილი მიუძღვის როგორც რეკლამებს, ასევე ცნობილი ჩინელი მომღერლის, ხიაო ზლანგის სიმღერასაც სახელწოდებით: “მე შენ წაგიყვან რომანტიკულ თურქეთში“

Haber Türk-ი, ამერიკული საინფორმაციო ვებსაიტ Business Insider-ის მხრიდან ევროპაში შერჩეული 18 საუკეთესო კურორტის სიას აქვეყნებს. ამერიკული ვებ გვერდი წერს, რომ ევროპაში ნაკლები დანახარჯებით შეიძლება ზღაპრული შვებულება გაატარონ ასევე თურქეთის ეგეოსის ზღვისპირა კურორტ მარმარისში, რომელიც ხსენებულ სიაში დაბალი ფასით, მაღალი მომსახურებით და ბუნებრივი სილამაზითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების სიმდიდრით მეორე ადგილზე დგას. “ამიტომაც, ამერიკული ვებ გვერდი თავის მკითხველებს მარმარისში დასვენებას სთავაზობს“, წერს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები