თურქული პრესა 16.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 16.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც Akbank-ის გენერალურმა დირექტორმა ჰაქან ბინბაშგილმა განაცხადა, რომ თურქულ ლირაზე საზღვარგარეთის ბაზრებზე დიდი მოთხოვნაა. ამ განცხადების შემდეგ კი გაზეთმა The Guardian-მა დაწერა რომ ინგლისის წამყვან სავალუტო კომპანია ICE-ის სალაროებში თურქული ლირა აღარ დარჩა. სავალუტო კომპანიის ინტერნეტ გვერდზე განხორციელებული თურქული ლირის გაყიდვები გასულ თვესთან შედარებით 24 ათასი%-ით გაიზარდა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კრიზისების პროგნოზირებით ცნობილმა ინვესტორმა მარკ ფაბერმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ დაწყებული ეკონომიკური ომის შედეგები შესაძლოა დამანგრეველი იყოს. „სავაჭრო ომები სრული სიგიჟეა. გლობალური ეკონომიკის შენელების პროცესი ისედაც გრძელდება.“- აღნიშნა ფაბერმა. მისივე თქმით, გარკვეული რაოდენობის თურქულ აქციებს შეიძენს და ახლა თურქული აქტივების შეძენის დროა.

თურქეთთან ფინანსური ომის დამწყები დონალ ტრამპის ხელისუფლება ამერიკის ბირჟის ჩამოშლის მიზეზი გახდა  - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. გაზეთის ცნობით, CNN International-მა ინფორმაცია გაავრცელა სათაურით „თურქეთთან სავაჭრო ომმა ამერიკის ბირჟა ჩაძირა“. CNN International-ზე ფადი ჰაკურას მიერ გავრცელებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ „დასავლეთი თურქეთის დაკარგვის მძიმე საფასურს გადაიხდის.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით ელჩების მეათე კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ რუსეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: „ბიზნესმენებისთვის, განსაკუთრებით ტრაილერებისა და სატვირთო მანქანების მძღოლებისათვის, ოფიციალური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების საკითხზე შევთანხმდით.“ მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმი სრულად გაუქმდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ უცხოელებზე გაყიდული საცხოვრებლების რაოდენობა წინა წლის ამავე თვესთან შეადრებით 65,2%-ით გაიზარდა და 2 ათას 585 ათასი შეადგინა. უცხოელებზე გაყიდული საცხოვრებლებიდან 2018 წლის ივლისში ყველაზე მეტი 956 სტამბოლში, 641 ანტალიაში, 176 ბურსაში, 167 იალოვაში და 132 კი საქარიაში გაიყიდა. ივლისში ყველაზე მეტი ბინა ერაყის, ირანის, საუდის არაბეთის, რუსეთისა და ქუვეითის მოქალაქეებმა შეიძინეს.


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები