თურქული პრესა 15.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 15.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ბოიკოტს გამოუცხადებს ამერიკულ ელექტრო პროდუქციას. ერდოღნმა , პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის (SETA)-ს მიერ ანკარის ავაჭრო პალატის Congresium-ში გამართულ სიმპოზიუმზე „ ხელისუფლებაში მოსვლის მე-16 წლისთავზე სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ აშშ-ს სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა ზომა გაატარეს და მომავალშიც გაატარებენ.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, თურქეთში მყოფ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ბინალი ილდირიმმა განაცხადა: „თურქეთი პოლიტიკური ანგარიშებით განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლისთვის დახურულია. თურქეთი ამ კრიზისიდან წარმატებით გამოვა. ვალუტის კურსის ცვლილებები თურქეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებს არ შეესაბამება. ამ მოვლენების საფუძველი არა ეკონომიკა არამედ პოლიტიკაა.“

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი, ბერათ ალბაირაქი, ხვალ უცხოელ ინვესტორებთან ტელეხიდს გამართავს - წერს გაზეთი „ვათანი“. ალბაირაქი ბოლო ეკონომიკური მოვლენების შემდგომ გლობალურ ინვესტორებს გზავნილებს პირდაპირ გადასცემს. ტელეხიდში აშშ-ს, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ინვესტორების თაოსნობით მსოფლიო მასშტაბით 750-1000 მონაწილე ჩაერთვება.  

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანმა კომპანიებმა აშშ-ის მიმართ ემბარგოს კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. თურქეთის ტელეკომის შემდეგ განცხადება გაკეთდა თურქეთის ავიახაზებში და მასში ნათქვამია, რომ ამერიკულ კომპანიებს რეკლამას არ მისცემენ. თურქეთის ავიახაზების პრეს-კონსულტანტმა იაჰია უსთუნმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „(#ABDyeReklamVerme)თურქეთის ავიახაზები ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის გვერდითაა. საკითხთან დაკავშირებული საჭირო მითითებები ჩვენს სააგენტოებს გაეგზავნა.“

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ისტორიული ვანის ციხის მიდამოებში სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის ვანის რეგიონალური ისტორიისა და არქეოლოგიის კვლევის ცენტრის დირექტორის დოცენტ ერქან ქონიარის ხელმძღვანელობით მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ურარტელების ნაკვალევი იქნა აღმოჩენილი. ქონიარის გამცხადებით, 26 სანტიმეტრის სიგრძის 36 ნომერი ფეხის ნაკვლევი ამოჭრეს და ლაბორატორიაში გადაიტანეს, სათანადო კვლევის შემდეგ კი მუზეუმს გადასცემენ.   


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები