თურქული პრესა 14.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 14.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გუშინ პრეზიდენტის სასახლეში რიგით მეათე ელჩების კონფერენციაში მონაწილეთათვის გამართულ სადილზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სანქციების გადაწყვეტილების მიღებით თვითნებურად იქცევა. პრეზიდენტის თქმით, თურქეთი სამიზნე ბოლო წლებში მიღწეული საერთაშორისო გამარჯვებების გამო გახდა და ბოლო დროს ისევე როგორც სხვა სფეროებში თურქეთი ეკონომიკაშიც ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.    

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით სოციალური ქსელით განცხადება გააკეთა - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. „ხაზინისა და ფინანსთა სამინსიტრო, ცენტრალური ბანკი, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტო, კაპიტალის ბაზრის საბჭო და სხვა ორგანიზაციები, ფინანსური სტაბილურობისათვის საჭირო ნაბიჯებს დგამენ. თურქეთის ეკონომიკის სტრუქტურა ძლიერია. ნურავინ დაუჯერებს სპეკულაციურ ინფორმაციებს და ქმედებებს. თურქეთი ამ პროცესიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა“-აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა.   

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა რიგით მეათე ელჩების კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე და განაცხადა: „დღეს თურქეთი სხვადასხვა კონტინენტებიდან, მთლიანობაში 74 ქვეყნიდან და მათგან თითქმის ნახევარი ევროპის კონტინენტიდან, ინვესტიციებს იღებს. უფრო მეტის მოსაზიდად მუშაობას გავაგრძელებთ. აქედან მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვიწვევთ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად. ყველა სახის კამპანიის, „აღქმის ოპერაციის“, მსოფლიოს რთული გამოცდების მიუხედავად თურქეთი დღეს ინვესტირებისათვის ერთ-ერთი სანდო და სწორი ადგილია.“  

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში მოყვანილია ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის, ბერათ ალბაირაქის გაცხადება, რომელშიც კმაყოფილებაა გამოთქმული გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მიერ აშშ-ში თურქეთის წინააღმდეგ ბოლო ქმედებებთან დაკავშირებული განცხადებების გამო. მისი თქმით, კარგი განზრახვის და დიპლომატიის მომხრე პოლიტიკოსები, გერმანიასთან და ევროკავშირთან ურთიერთობებისადმი თურქეთი ხალხის ნდობას გააძლიერებს. გერმანიის მთავრობის განცხადებით, თურქეთის ეკონომიკის სტაბილურობა მათ ინტერესებში შედის.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ თურქეთს დღითიდღე უფრო მეტი ერაყელი ტურისტი ანიჭებს უპირატესობას. ერაყელი ტურისტები განსაკუთრებით სამხრეთ პროვინციებიდან ქირქუქსა და ერბილში ჩადიან და იქედან ტურისტული კომპანიების მიერ ორგანიზებულ ტურებში იღებენ მონაწილეობას. ქირქუქში მოქმედი ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ივნისიდან დღემდე ქირქუქიდან დღეში მინიმუმ 500 ტურისტი მიდის თურქეთში.


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები