თურქული პრესა 11.07.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 11.07.2018

                             

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა ინაუგურაციის შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი მოძმე აზერბაიჯანში განახორციელა და ამით გააგრძელა თავისი და მისი წინამორბედი პრეზიდენტების ტრადიცია. “შეხვედრები ილჰამ ალიევის საზაფხულო რეზიდენციაში, ზაგულბაში შესდგა რა, პირისპირი და მთავრობათა შორისო მოლაპარაკებების დასრულების კვალდაკვალ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ხაზი გაუსვეს, რომ კიდევ უფრო გააღრმავებენ და გააფართოებენ ყოველგვარ ურთიერთობებს

Hürriyet-ის პოლიტიკური მიმომხილველი წერს, რომ ერდოღანი ბაქოში დასრულებული ვიზიტის შემდეგ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ეწვია და მის ლიდერთან, მუსტაფა აქინჩისთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ კუნძულის საკითხი თურქეთის ეროვნული დავაა და ამიტომ ცდილობენ მისი პრობლემის სამართლიან და საბოლოო მოგვარებას. მისივე თქმით, თურქეთი არასოდეს ბედის და ბერძნების ანაბარა არ მიატოვებს კვიპროსელ თურქებს და როგორც აქამდე იცავდა, ამის შემდეგაც დაიცავს მათ უფლებებს ყველანაირ პლატფორმაზე, ხოლო ამის პარალელურად, ბერძნების მხრიდან მათი უმციროსებების სტატუსის დონეზე დაყვანას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ, რადგან კუნძულზე მცხოვრები თურქებიც, ბერძნების მსგავსად მის თანასწორუფლებიან მოქალაქეებს წარმოადგენენ.

Star-ი იუწყება, რომ ბელგიისა და ევროკავშირის დედაქალაქი ბრიუსელი დღეს და ხვალ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტს უმასპინძლებს და მისი დაწყების წინ, ნატოს კუთვნილი 20 სამხედრო ვერტმფრენი ჩვენებას გამართავს რა, მათ შორის იქნება თურქული წარმოების ATAK-ის სახელწოდების მოიერიშე ვერტმფრენიც

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის საჰაერო ფლოტმა THY-მ, ერთ წლიანი გეგმა ნახევარ წელში შეასრულა და იანვარ-ივნისის შორის 6,3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 10%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე



მსგავსი ინფორმაციები