თურქული პრესა 05.07.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1006128
თურქული  პრესა 05.07.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელიც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ, ნუმან ქურთულმუშის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: „მიმდინარე წელს თურქეთში ტურიზმის სექტორი  წარმატებით დაიწყო. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის რეკორდი დავამყარეთ რა, ამ ხნის განმავლობაში თურქეთს 11.5 მილიონი ტურისტი ეწვია“, განაცხადა ქურთულმუშმა.

„იემენის მინისტრი თურქეთს მადლობას უხდის“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ  „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: იემენის, დაგეგმარების  და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი,  მოჰამმედ საიდ ალ-საიდი, თურქეთს, მათდამი  ჰუმანიტარული დახმარებისათვის მადლობას უხდის.

გაზეთ „Vatan“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „F-35-ის პილოტები ამერიკაში“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატებისგან შესყიდული მეხუთე თაობის,  F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამომყენებელი 13 პილოტი და 325 ტექნიკური პერსონალი შესაბამისი განათლების მისაღებად აშშ-ის არიზონას შტატში ჩავიდნენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მსოფლიო მოგზაურების ჯილდოებიდან 11 ევროპის კატეგორიაში თურქეთს გადაეცა. პირველი ხუთი ჯილდო  ტურისტულ ქალაქ ანტალიას ერგო, ხოლო სამ-სამი სტამბოლს და მუღლას.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის კალათბურთის ფედერაციიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინაში მიმდინარე 17 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატში, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მერვედფინალში სერბეთი 87-68 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები