თურქული პრესა 25.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

978812
თურქული პრესა 25.05.2018

 

                         

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქული სამხედრო ელექტრონული მრეწველობის კომპანია, ASELSAN-ის მიერ შექმნილი რაკეტის მსროლელი სისტემა წარმატებით გამოიცადა უკრაინაში. უკრაინულ ფირმა ლუჩის მიერ წარმოებული Skif-ის სახელწოდების რაკეტა, თურქული ASELSAN-ის მიერ უფრო დახვეწილი სარაკეტო სისტემიდან წარმატებით იქნა გატყორცნილი. სხვათა შორის, ასელსანმა უკრაინული სისტემა უფრო განავითარა და დახვეწა 6 თვის განმავლობაში და ტესტის დროს გატყორცნილმა რაკეტებმა, 5 კმ-ის რადიუსში ზუსტი დარტყმით გაანადგურეს სამიზნეები. ამ თურქულ სარაკეტო სისტემას უკრაინულის გარდა, შეუძლია გაისროლოს ამერიკული, ინგლისური, რუსული წარმოების რაკეტებიც, წერს ვათანი

Star-ის კორესპონდენტი ყაზახეთიდან იტყობინება, რომ ამ ქვეყნის დედაქალაქ ასტანაში გრძელდება მე-5 საერთაშორისო იარაღის და სამხედრო ტექნიკის გამოფენა “KADEX 2018“, რომლის ფარგლებში ყაზახეთის ეროვნულ კომპანია Engineering-სა და თურქულ სამხედრო ფირმა Roketsan-ს შორის ერთობლივი რაკეტების წარმოების შესახებ პროტოკოლს მოეწერა ხელი. გარდა ამისა, ყაზახეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობისა და თურქეთის თავდაცვის ტექნოლოგიების ინჟინერიისა და ვაჭრობის (STM) კომპანიას შორის კიბერ უსაფრთხოებისა და ელექტრონული სისტემების საკითხშიც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, იტყობინება სტარის კორესპონდენტი

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში დოლარის გაძვირებას ეხება და წერს, რომ მთავრობის მიერ მიღებულ სავალუტო ღონისძიებებს დიდი მხარდაჭერა მოჰყვა ბიზნეს სამყაროშიც, პოლიტიკაშიც და მოსახლეობის ყველა ფენაშიც რა, ყველანი მას ეროვნულ საქმედ აღიქვამენ. თურქი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ საბანკო სექტორის ძლიერი სტრუქტურა, თურქეთის ეკონომიკის თვალსაზრისით ნდობის მნიშვნელოვანი წყაროა. ახალი სავალუტო ღონისძიებებით მთავრობა ყველანაირ ძალისხმევას გამოიჩენს, რათა დოლარის და ევროს კურსი კვლავ დასტაბილურდეს, იმედს გამოთქვამს იენი შაფაკის მიმომხილველი

Sabah-ი წერს, რომ დოლარის გაძვირებას არა ერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა დასავლეთის მასმედიაში და ფინანსურ წრეებშიც რა, ისინიც მიიჩნევენ, რომ მასში ხელი ურევია თურქეთის არაკეთილმოსურნეებს. ამერიკული ფინანსური საინფორმაციო ტელეარხი Bloomberg-ი გამოთქვამს აზრს, რომ თურქეთში დოლარის სწრაფი ზრდის მიზეზი არა მისი ცუდი ეკონომიკაა, არამედ ის, რომ დასავლეთს არ სურს თურქეთის გაძლიერება და ყველანაირ ბერკეტებს იყენებენ მისი დასუსტებისთვის.  Bloomberg-ის აზრითვე, დასავლეთი ვერ შესძლებს თურქეთის დაჩოქებას, რადგან, თურქეთის ეკონომიკა ნავარაუდევს  60-ჯერ აღემატება, ხოლო ამასთან ერთად უმაღლესი საკრედიტო რეიტინგიც გააჩნია

Haber Türk-ის ცნობით, ამერიკულმა სოციალური შინაარსის პლატფორმა, Buzzfeed-მა ჩაატარა კონკურსი თემაზე, “გამოაქვეყნე შენს მიერ დანახული მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ხედი“ და მისი შედეგები ინტერნეტში გამოაქვეყნა. კონკურსში ათასობით ადამიანის მიერ გადაღებულმა ხედებმა მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულებს შორის მოხვდა ცენტრალური ანატოლიის ქალაქ ნევშეჰირის მახლობლად მდებარე კაპადოკიის უმშვენიერესი ხედიც. სხვათა შორის, კაპადოკიის ეს ხედი ინგლისურ გაზეთ Times-ის მიერ მსოფლიოს ახალი 25 საოცრების სიაში მე-5 ადგილზე გავიდა. ხსენებული ხედი 1985 წლიდან, გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია, UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები