თურქული პრესა 16.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 16.05.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ერდოღანის ნეთანიაჰუს მიმართ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელ,Twitter-ის მეშვეობით ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ხელი პალესტინელების სისხლში აქვს გასვრილი  რა, დანაშაულის თურქეთზე თავდასხმებით გადაფარვა სურს. ნეთანიაჰუს,  გაეროს უშიშროების კანონმდებლობის მიუხედავად 60 წელზე მეტია დაუცველი  ადამიანების ტერიტორიები აქვს  ოკუპირებული. იგი რასისტული სახელმწიფოს პრემიერმინისტრია“.  

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გუშინ,  ანკარაში გაკეთებული განცხადების დროს აღნიშნა, რომ აშშ-მ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანით მშვიდობის წინააღმდეგ დივერსიული ქმედება ჩაიდინა,  რასაც თურქეთი არ ეთანხმება.

გაზეთი „Star“-ი ყოფილ პრეზიდენტ მონსეფ მარზუკის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სტამბოლში მყოფმა,  ტუნისის ყოფილ პრეზიდენტმა  და დემოკრატიული რევოლუციის არაბთა საბჭოს თავჯდომარე,  მონსეფ მარზუკიმ განაცხადა, რომ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით არაბულ ქვეყნებს ვურჩევ თურქეთისგან აიღონ მაგალითი და ერდოღანს მიჰბაძონ.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს  (როსტურიზმი) განცხადებით, რუსეთში შრომის საერთაშორისო დღის და 9 აპრილის ფაშიზმზე გამარჯვების  მაისი თვის დასაწყისში აღნიშვნის გამო რუსეთში არდადეგებია. რუსეთის მოქალაქეები კი ამ არდადეგების თურქეთში გატარებას ირჩევენ. სააგენტო თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ რუსი ტურისტების 52,3%-ი არდადეგების თურქეთში გატარებას ირჩევს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ  მსოფლიო ტურნეში მყოფი  გემი, „Azamara Journey“, რომელიც  მალტის დროშის ქვეშ ცურავს, 850 მგზავრით აიდინის საკურორტო ქალაქ ქუშადასის პორტში შევიდა. ტურისტებმა საკურორტო ქალაქზე მრავალი ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულება დაიწყეს.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები