თურქული პრესა 10.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

967952
თურქული პრესა 10.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ინტერვიუ მისცა CNN International-ს. ინტერვიუში ერდოღანმა აშშ-ს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ირანი შეთანხმებაში დათმობაზე არ წავა და მისი ერთგული დარჩება. მაგრამ აქ წაგებული ამერიკა დარჩება.“

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით ეკონომიკური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა: „მიღებულ იქნება ზომები საპროცენტო-სავალუტო ზეწოლაზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ დისციპლინაში დათმობაზე წასვლა არ მოხდება.“

თურქეთმა, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისტრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის მიერ თურქეთში არჩევნების გამართვის გადაწყვტილების კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მას სერიოზულად არ იღებენ - წერს გაზეთი „სტარი“. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, ალ ჰუსიენის მიერ თურქეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას წერილობით უპასუხა. აქსოიმ აღნიშნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა თურქეთის შესახებ ისევ მიკერძოებული განცხადება გააკეთა და დაამატა: „ეს განაცხადება ჩვენი ერის ნების წარმომადგენლის, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ მიღებული არჩვენების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და შეიცავს სამწუხარო გამონათქვამებს იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლება. სერიოზულად არ აღვიქვამთ მთლინად პოლიტიკური მოტივებით გაკეთებულ ამ განცხადებას.“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ, დედაქალაქ ანკარაში ვიზიტით მყოფ ლიტველ კოლეგა, ლინას ლინკევიჩუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აშშ-ს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სახელმწიფოები მათ მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების უკან უნდა უდგნენ.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 3,5%-დან 4,4%-მდე გაზარდეს. 2019 წლისთვის კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 4,2%-ია ნაჩვენები.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები