თურქული პრესა 19.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული  პრესა 19.04.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა.  ქვეყანის  პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 3 თვით გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

გაზეთი „Vatan“-ი პრემიერმინისტრ ილდირიმის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გუშინ საღამოს, ჩანქაიას სასახლეში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო, და საპარლამენტო  არჩევნები გაიმართება. პრემიერმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზად კი ქვეყანაში არსებული სიტუაცია დაასახელა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ირანსა და თურქეთს შორის პირველად მოხდა ეროვნული ვალუტების ურთიერთგაცვლა.  (სავალუტო swap-ი)  ამით ამ ორი ქვეყნის ფულადი ერთეულების, დოლარის ან ევროს გამოუყენებლად გაცვლა პირველად მოხდა. ქვეყნებს შორის მიღებული ეს გადაწყვეტილება, ვაჭრობისა და საბანკო ოპერაციების განხორციელებას უფრო გაადვილებს,  ხოლო მეორეს მხრივ გაცვლითი კურსის რისკსაც შეამცირებს.

„TANAP-ში პირველი გაზის მიწოდება 30 ივნისს დაიწყება“ ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ,  „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანული გაზის თურქეთის გავლით ევროპისთვის მიწოდების მიზნით დაწყებული, ტრანსანატოლიური გაზსადენის, TANAP-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ენერგეტიკის სფეროში აბრეშუმის გზად მიჩნეული პროექტის მეშვეობით,  თურქეთზე  პირველი ბუნებრივის აირის მიწოდება მიმდინარე წლის 30 ივნისს დაიწყება, ხოლო ევროპაში 2020 წელს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ სტამბოლის გალათასარაის ქალ კალათბურთელთა კლუბი, FIBA-ს ევროპის თასის ფინალური ტურნირის მეორე მატჩში, იტალიის რეერის კლუბს შეხვდა რა,  მატჩი 72-65 დასრულდა. რადგან გალათასარაის რეერისთან,  სტამბოლში გამართული პირველი მატჩი ანგარიშით,  90-68 ჰქონდა მოგებული, გუშინდელი მატჩის მოგება ანდა   22-ზე ნაკლები ქულით წაგებაც ჩემპიონობისთვის საკმარისი იყო და სწორედ ასეც მოხდა რა, გალათასარაის ქალ კალათბურთელთა კლუბი  FIBA-ს ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები