თურქული პრესა 16.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 16.04.2018

 

                       

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ერდოღანმა გუშინ, სტამბოლის მალთეფეს რაიონში გამართულ მიტინგზე მტკიცე კატეგორიულობა გამოთქვა 15 ივლისს პუტჩის მცდელობის  განმხორციელებელი ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს წინააღმდეგ ბრძოლაში. “დღემდე, უცხოეთს თავშეფარებული 80 ფეტოელი ჩამოვიყვანეთ თურქეთში და გავასამართლეთ. აშშ-ს პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენიც, რამდენიც არ უნდა დაიმალოს, ადრე თუ გვიან მაინც  ჩამოვიყვანთ და გავასამართლებთ“, განაცხადა ერდოღანმა

Sabah-ი პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც შეფასება მისცა მოკავშირეების მხრიდან სირიის ქიმიურ საწარმოებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე შაბათს განხორციელებული საჰაერო თავდასხმას და თქვა, რომ დასავლეთმა ძალიან დაიგვიანა ამ ოპერაციაში, რამაც ათასობით უდანაშაულო ქალისა და ბავშვის სიკვდილი გამოიწვია  

“ბალიშის ქვეშიდან 335 კგ ოქრო ამოიღეს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: ეკონომიკაზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრემიერმინისტრმა მეჰმეტ შიმშექმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თურქეთის მოსახლეობა ენდო ოქროს ობლიგაციებს და ერდოღანის მოწოდების კვალდაკვალ 7100 კაცმა 335 კგ-ი ოქრო ბალიშ ქვეშიდან გამოიტანა და ოქროს ობლიგაციებთან ერთად ოქროს გაქირავების სერტიფიკატები შეისყიდა, რითაც ოქროს ბირჟა გამოცოცხლდა

Vatan-ის მიხედვით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთში ვიზიტის წინ ბრიუსელში, საინფორმაციო სააგენტო  “ანადოლუ აჟანსი“-ს (AA) ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ თურქეთი, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. „თურქეთი, ნატოს მრავალმხრივი მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორია. მე ნატოს წევრ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ,  თურქეთს უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ.  ანკარაში ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.  ვიზიტის ფარგლებში მრავალ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ“,  განაცხადა ნატოს გენერალურ მდივანმა.

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ამინდის დათბობასთან ერთად ტურისტების მოზღვავება დაიწყო თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ მარმარისში, რომელსაც მარტო ამ ბოლო დღეებში 13 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია. მისივე ვარაუდით, წლევანდელ ტურისტულ სეზონში, თურქეთის კურორტებზე უცხოელი ტურისტების რეკორდულ მოზღვავებას ელიან



მსგავსი ინფორმაციები