თურქული პრესა 20.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

933625
თურქული  პრესა 20.03.2018

მიმოხილვას გაზეთ „Sabah“-ით ვიწყებთ, რომელშიც ერდოღან-პუტინის სატელეფონო საუბარზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  ტელეფონით დაუკავშირდა თავის რუს კოლეგას და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე  ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობებზე,  აპრილის თვეში თურქეთის მასპინძლობით გასამართ  სამთა სამიტზე და სხვა საკითხებზეც ისაუბრეს.

გაზეთი Vatan იბრაჰიმ ქალინის აშშ-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა,  კატარულ ტელეარხ  Al Jazeera-ს ინგლისურენოვან მაუწყებლობასთან მიცემულ  ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს,  აშშ-სთან სირიის ქალაქ მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ  რა, საერთო შეთანხმებას მიაღწიეს და   ახლა,  მის განხორცილებას დაელოდებიან.

გაზეთი „Hürriyet“-ი  წერს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში მოსამართლეების და პროკურორების წილისყრის ღონისძიებაზე სიტყვით  გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიის აფრინის რეგიონში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PYD/PKK-ს იარაღით და მოტივაციით მხარდამჭერებს თურქეთისათვის არაფრის თქმის უფლება არ გააჩნიათ. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე დასძინა, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავისუფალი სირიის არმიამ აფრინი ტერორისტებისგან გაწმინდეს და სანამ აფრინში  ნებისმიერი სახის საფრთხე ბოლომდე არ აღმოიფხვრება,   მათი ჯარები იქ დარჩებიან.

„თურქეთს არცერთი ქვეყნის ტერიტორიაზე თვალი არ უჭირავს“  ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ,  „Star“-ში  და მასში ვკითხულობთ: მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო ინვესტიციების პასუხისმგებელმა მინისტრმა,  ადნან კაილიმ თურქეთის ქალაქ ქარაბუქში აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროკავშირმა აფრინის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას უნდა იზიარებდეს. მისივე თქმით როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, აფრინზე კონტროლი დამყარდა და აწი ის რეგიონი ადგილობრივებს ეკუთვნის რა, თურქეთს არცერთი ქვეყნის ტერიტორიაზე თვალი არ უჭირავს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების მართვის სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის და საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტებიდან 2018 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში მგზავრების რაოდენობამ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2 მილიონ  826 ათას  409-მდე გაიზარდა და  15 მილიონ  69 ათას  27-ს მიაღწია.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები