თურქული პრესა 13.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 13.03.2018

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გერმანიაში ახლადშექმნილმა მთავრობამ თურქეთის მისამართით დადებითი გზავნილები გაავრცელა. გერმანიაში ქრისტიან დემოკრატიული კავშირის პარტიამ, ქრისტიანულ სოციალური კავშირის პარტიამ და სოციალურ დემოკრატიულმა პარტიამ ახალი კოალიციური მთავრობა შექმნეს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთმა და ევროკავშირმა საჭიროა მოლაპარაკების გზები ეძებონ. „თურქეთთან საკონტაქტო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს. რადგანაც ერთმანეთზე დამოკიდებულები ვართ. თურქეთმა სირიის ომს გამოქცეული დევნილებისათვის ბევრი რამ გააკეთა. 3 მილიონი დევნილი მიიღო. ჩვენც გვინდა თურქეთთან დადებული შეთანხმება შევასრულოთ.“-განაცხადა მერკელმა.  

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, დოჰას საზღვაო თავდაცვის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია (DIMDEX 2018) კატარის დედაქალაქ დოჰში მდებარე კატარის ეროვნულ კონგრეს ცენტრში დაიწყო. გამოფენის გახნას დესწრნენ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, გაერთიანებული შტაბის მეთაური გენერალი ჰულუსი აქარი და თავდაცვის მრეწველობის დარგში მინისტრის თაშემწე ისმაილ დემირი. თურქეთიდან გამოფენაში თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს კოორდინაციით თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობის ექსპორტიორთა კავშირი და 33 ფირმა იღებს მონაწილეობას და აღნიშნული ფირმების სტენდები 2 ათას 423 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით უმსხვილესმა საკრუიზო ფირმებმა მიმართულება თურქეთისკენ აიღეს. სტამბოლის და მარმარილოს, ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვის რეგიონების საზღვაო ვაჭრობის პალატის იზმირის ფილიალში გაკეთებული განცხადების მიხედვით, 5-8 მარტს აშშ-ში ფლორიდაში გამოფენა Seatrade Cruise Global-ზე საკრუიზო სექტორის უმსხვილესი ფირმების წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრები ჩაატარდა. განცხადების მიხედვით, მსოფლიო საკრუიზო გიგანტი MSC 2019 წლის სეზონზე მიმართულებას იზმირისა და ანტალიისკენ შეიცვლის.

გასულ კვირაში საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Moody's მიერ თურქეთისათვის მიცემული სკანდალური რეიტინგის შემდეგ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაციების წინააღმდეგ თურქეთმა მოქმედება დაიწყო - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. აქვე აღნიშნულია, რომ ეროვნული საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაციის შექმნას წელს საბანკოს რეგულირების და ზედამხედველობის სააგენტო გეგმავს

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ თურქეთის ავიახაზების მიერ თებერვალში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 26%-ით გაიზარა და 5.1 მილიონი შეადგინა. თურქეთის ავიახაზებმა თავის ისტორიაში პირველად თებერვალში გადააჭარბა 5 მილიონს.


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები