თურქული პრესა 22.02.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

915748
თურქული პრესა 22.02.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უპილოტო ტანკებსაც დაამზადებს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეშთეფეს კულტურისა და კონგრესის ცენტრში გამართულ აღორძინების გეგმის პრეზენტაციის მე-11 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „უნდა მივაღწიოთ იმას, რომ უპილოტო ტანკები დავამზადოთ, ამასაც გავაკეთებთ... შეგვიძლია ჩვენი ბევრი იარაღის დამზადება.“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ჩანკაიას რეზიდენციაში გამართულ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს შეხვედრაზე პროცენტებისა და ინფლაციის საკითხზე მობილიზაციის მოწოდება გააკეთა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროცენტებისა და ინფლაციის საკითხზე საჭიროა ერთად მუშაობა და ინფლაციის 7%-ზე ქვემოთ ჩამოყვანა.

გაზეთი „ვათანი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „თურქეთის მოსახლეობა 2040 წლისთვის 100 მილიონს მიაღწევს“, რომლის თანახმადაც, თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციამ „მოსახლეობის პროგნოზები 2018-2080“ სახელწოდების კვლევები გამოაქვეყნა. თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ 2040 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა 100 მილიონს გადააჭარბებს.

 „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, ქაჰრამანმარაშში მცხოვრები 16 წლის ლიცეუმის მოსწავლე იღით ჯან ილმაზი, რომელმაც Apple-ის ზოგიერთ აპლიკაციაში უსაფრთხოების დაცვის დარღვევა აღმოაჩინა, კომპანიის „საპატიო სიის“ შემდეგ „მადლობის სიაშიც“ მოხვდა. ილმაზმა აღნიშნა, რომ ჩაატარა სამუშაოები იმისათვის, რომ Apple-ს მომხმარებლები ცუდი განზრახვის მქონე ადამიანებმა არ მოატყუონ.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ სატელევიზიო არხმა Al Jazeera-მ სომალიში ბოლო დროს თურქული სატელევიზიო სერიალების პოპულარობაზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ეიშილჩამმა სომალიში ჰოლივუდი და ბოლივუდი უკან ჩამოიტოვა“.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები