თურქული პრესა 13.02.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული  პრესა 13.02.2018

მიმოხილვას გაზეთ „Star“-ით ვიწყებთ, რომელშიც პრემიერმინისტრ ილდირიმის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა  ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყიფ, მაკედონიის პრემიერმინისტრ, ზორან ზაევისთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ოპერაცია, „ზეთისხილის რტო“-ზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ თურქეთი იმ რეგიონებზე კონტროლს არ დაამყარებს, როგორც მიგრანტების  ასევე ტერორიზმის საკითხში, ევროპაც დაზარალდება.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ  ვიცეპრემიერმა ჰაქან ჩავუშოღლუმ თურქეთის ტელე რადიო მაუწყებლობა TRT-ზე დღის წესრიგი შეაფასა რა, პენტაგონის მხრიდან 2019 წლისთვის სირიის დემოკრატიული ძალების (SDG)  სახელით სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PYD/PKK-სთვის 250 მილიონი დოლარის გამოყოფა შეაფასა და განაცხადა: „აშშ-ს ამდაგვარი დამოკიდებულება ჩვენთვის ცნობილი გახლდათ, მაგრამ მათმა ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი გაწყვეტამდე მიიყვანოს.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ თავისი ამერიკელი კოლეგის, რექს ტილერსონის ანკარაში ვიზიტამდე განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „აშშ-ს დამოკიდებულებით ვაშინგტონ-ანკარას შორის კავშირები ან ხელმეორედ აღდგება, ან კიდევ მთლიანად გაწყდება.“

გაზეთ „Vatan“-ის მიხედვით  ფილიპინების თავდაცვის მინისტრმა, დელფინ ლორენზანამ განაცხადა, რომ ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენების შესაძენად თურქეთთან, კორეასთან, რუსეთთან და ჩინეთთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ.

გაზეთი „Sabah“-ი იტყობინება, რომ გლობალური ალუმინის კილიტა მწარმოებლების ინიციატორის (GLAFRI),  გლობალური პრეზიდენტი თურქი, Assan ალუმინის გენერალური მენეჯერი, გოქსალ გუნგორი გახდა.

 

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები