თურქული პრესა 05.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 05.12.2017

მიმოხილვას გაზეთ „Hürriyet“-ით ვიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში ერთ-ერთ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე არ მაქვს დირექტივა გაცემული  კაპიტალის მოძრაობის შეზღუდვაზე. ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY) და პკკ-ს მსგავსი ტერ ორგანიზაციების მხრიდან კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა ისედაც ღალატია. მე რაც ვთქვი ბიზნესმენების შესახებ ეს იყო მათი ეროვნული ინტერესების დაცვაა. თურქეთი არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. 1989 წლიდან მოყოლებული ყველას შეუძლია საკუთარი კაპიტალი საზღვარგარეთაც გაიტანოს.“

გაზეთ „Star“-ში  ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში 112 ქვეყანაში ექსპორტი განხორციელდა“ და მასში ვკითხულობთ: აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) თავმჯდომარე აჰმეთ ჰამდი  გურდოღანმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში მსოფლიოს 112 ქვეყანაში  ექსპორტი განახორციელეს. მისივე თქმით ართვინის, რიზეს, ტრაპიზონის და გუმუშჰანეს ოლქებიდან მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 1 მილიარდ 297 მილიონ 797 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელეს.

გაზეთი „Sabah“-ის მიხედვით,  თურქულ ფირმა Dizayn VIP-ის საბჭოს თავჯდომარემ, ერბაქან მალკოჩმა განაცხადა, რომ ამჟამად ისინი მუშაობენ ინოვაციებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ჰოლოგრამა საავტომობილო ტრანსფორმაციაში. „ჩვენ ადრე შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის მეშვეობით ავტომობილთან სიტყვიერად ვამყარებდით კავშირს. ახლა კი ისეთი პროგრამა უნდა შევიმუშაოთ, რომლითაც მაგალითად მე თურქულ ენაზე დავილაპარაკებ და   ჩემი მოპასუხე ჩინელი იქნება, მან ჩემი ხმა ჩინურ ენაზე უნდა გაიგოს, ან კიდევ პირიქით,“ განაცხადა მალკოჩმა.  

„ქარის ტურბინის ფრთა შექმნეს“ ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს გაზეთი „Yeni Şafak“-ი და მისი მიხედვით,  საქარიის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის თანამშრომელმა დოქტორ, ერქამ ბუიუქქაიამ და მისმა სტუდენტებმა ახალი თაობის ქარის ტურბინის ფრთა  შექმნეს. სტუდენტები ამ სამუშაოთი 32 პროექტს შორის პირველ ადგილზე გავიდნენ.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ  თურქეთის უნარშეზღუდულთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ბეითულლაჰ ეროღლუმ ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა. საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გამართულ ჩემპიონატზე, ბეითულლაჰ ეროღლუმ ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატი გახდა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები