თურქული პრესა 28.11.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

856710
თურქული პრესა 28.11.2017

მიმოხილვას გაზეთ „STAR“-ით ვიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ერდოღანი 7-8 დეკემბერს ათენს ეწვევა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 7 დეკემბერს ორ დღიანი ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა. თურქეთიდან საბერძნეთში პრეზიდენტის რანგში ბოლო ვიზიტი 65 წლის წინ, ჯელალ ბაიარის მხრიდან განხორციელდა. ერდოღანის ათენში ვიზიტს საფუძველი, მიმდინარე წლის ივნისის თვეში პრემიერმინისტრ, ბინალი ილდირიმის აქ განხორციელებული ვიზიტის დროს ჩაეყარა.

გაზეთი „HABERTÜRK“-ი წერს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, ლონდონში თავის ინგლისელ კოლეგა, ტერეზა მეისთან  შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, ბრექსიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, თავდაცვის და პოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

გაზეთი „YENİ ŞAFAK“-ი იუწყება, რომ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეთთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ  სამამულო  საბრძოლო „TF-X“ სახელწოდების თვითმფრინავის პროექტის დასრულებას 2023 წლისათვის გეგმავენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის დამზადება ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს რა, პროექტში მრავალი ქვეყნიდან შესაბამის დახმარებას მიიღებენ,  მათ შორის ინგლისიდანაც.

„კიდევ ერთმა ქვეყანამ  ასელსანი აირჩია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს გაზეთი „VATAN“-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სამხედრო ელექტრონული წარმოების (ASELSAN)  მიერ შექმნილი სტაბილური იარაღი სისტემამ ქვეყანას ახალი ექსპორტის კარიბჭე გაუხსნა. სამხრეთ კორეის გემთმშენებელი კომპანია „Hyundai Heavy Industries“-მა 2016 წელს, ფილიპინებთან 2600 ტონიანი ახალი  ფრეგატის წარმოებისთვის კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ ამ ფრეგატის პლატფორმის წინა ნაწილში 76 მმ-იანი იარაღი და 8-უჯრედიანი ვერტიკალური გაშვების სისტემაში, ასელსანის მიერ შემუშავებული სტაბილური იარაღი სისტემის განთავსება გადაწყვიტა. ამან კი, თურქეთს ახალი ექსპორტის კარიბჭე შეუქმნა.

გაზეთი „HÜRRİYET“-ი იტყობინება, რომ მსოფლიოში ცნობილმა ესპანელმა ხელოვანმა , ლუზ კასალმა ანტალიის მე -18    საერთაშორისო  საფორტეპიანო ფესტივალზე კონცერტი გამართა. კასალმა როგორც კონცერტის პერფორმანსით ასევე თურქულ ენაზე საუბრითაც მაყურებელთა დიდი სიმპათია მოიპოვა.  

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები