თურქული პრესა 10.11.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 10.11.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ დღეს არის, დიდი ბელადის მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 79-ე წლისთავი. მისი, თანამედროვე და დემოკრატიული თურქეთის ხედვის ღირებულება, ყოველდღიურად უფრო გასაგები და მნიშვნელოვანი ხდება.  თურქი ხალხი, მოდერნიზებული თურქეთის ფუძემდებელ მუსტაფა ქემალ ათათურქს დიდი პატივისცემით, სიყვარულით და ნატვრით იგონებს. ყოველი 10 ნოემბრის მსგავსად, დღესაც, ათათურქის ხსოვნის საპატივსაცემოდ,  თურქეთის ოთხი კუთხიდან, ათათურქის მავზოლეუმთან შეიკრიბება სხავადასხვა რწმენის და მოსაზრების ასი ათასობით ადამიანი. პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, 10 ნოემბრისთვის გავრცელებულ მესიჯში დაწერა:-„გაზი მუსტაფა ქემალმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებებით, რომელსაც თავად უწევდა მოთავეობას,  საერთო იდეალის გარშემო გააერთიანა ერი, დაფუძნებული რესპუბლიკით მთელ მსოფლიოში მოიპოვა გმირი ჯარისკაცის და საპატიო ლიდერის წოდება.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ პრემიერი ბინალი ილდირიმი, ქალაქ ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს. ვაშინგტონიდან ნიუ-ორკში გადასვლისას, თვითმფრინავში უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. აღნიშნა, რომ მეტად ნაყოფიერი გამოდგა შეხვედრა, პრობლემების ირგვლივ ისაუბრეს  მეტად გულწრფელად და გამჭვირვალედ. განიხილეს ორმხრივი და რეგიონული საკითხები, შემდეგ კი დაამატა:-არსებობს ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი. ფეტოს შესახებ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. თეთრი სახლის პირველი განცხადებით, "ახალი გვერდი გაიხსნება ორ ქვეყანას შორის".

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ პრემიერმა ილდირიმმა აშშ-ი შეხვედრა ჩაატარა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერესთან.

შეხვედრის შემდეგ განცხადებაში პრემიერმა აღნიშნა, რომ გუტერესმა გამოკვეთა თუ როგორი დიდი გულისყურით უდგება თურქეთი მის გარეშემო წარმოქმნილი დესტაბილიზაციის შედეგად გადასახლებების, მიგრაციების  მსგავს კრიზისებს და რამხელა მსხვერპლის ფასად უჯდება მას კრიზისის ტვირთის თავის-თავზე აღება და პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა. რა თქმა უნდა თურქეთს სურს ეს ტვირთი გაიზიაროს გაეროს წევრმა ყველა სახელმწიფომაც-თქვა მან.

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, ხელი მოეწერა ცნობილი მეწარმის ელტონ მუსკის კომპანიის მხრიდან  2020, 2021 წლებში გასატყორცნ თურქსათის თანამგზავრებს, რომელიც თურქეთს გლობალურ ოპერატორად გადააქცევს.

აირბუსით, თურქსათ 5A და 5B საკომუნიკაციო თანამგზავრების წარმოება-გატყორცნას დასჭირდა 500 მილიონი დოლარი. თურქსათ 5A-ს  გატყორცნა მოხდება 2020, თანამგზავრ 5B-ს, ფალკონ 9-ის რაკეტით გატყორცნა კი გათვალისწინებულია 2021 წელში. თანამგზავრების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოებულ იქნა თურქსათის ინჟინრების  მხრიდან სამამულო შესაძლებლობებით.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ ადგილობრივი ავტომობილების წარმოება მოხდება მსოფლიო მასშტაბით.

როცა ცნობილი გახდა საავტომობილო პროექტის საწარმოო ფირმები, დაჩქარდა სამუშაოები. თურქეთის რიგმა ოლქებმა გამოთქვეს მოწოდება, მათთან მოხდეს ადგილობრივი ავტომობილის წარმოება. გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების და კომპანიებისგან შეკვეთების მიღებაც. მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების  მინისტრმა ფარლუ ოზლუმ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ავტომობილი, არ არის მხოლოდ თურქეთის,  ეს არის მსოფლიო პროექტი. რიგი საერთაშორისო კომპანიების მსგავსად, ისინიც ცდილობენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში საავტომობილო ქარხნების გაშენებას.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , პრესა , თურქული

მსგავსი ინფორმაციები