12.10.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

12.10.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც აშშ-ი ვიზის კრიზისის გადაწყვეტისთვის მოქმედებაში მოვიდა.

გამოითქვა იდეა, რომ კრიზისთან დაკავშირებით შეხვედრებისთვის, წინამდებარე კვირას წარმომადგენელთა ჯგუფი ჩამოვა აშშ-იდან. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელეგაციას თავჯდომარეობას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველის მოადგილე ჯონათან კოენი. ცნობილია, რომ აშშ-ის საელჩომ, კვირას ღამეს, Twitter-ის მეშვეობით თურქეთს აცნობა ვიზების გაცემის შეჩერება. აშშ-ის თურქეთის საელჩომაც იმავე პირობის ფარგლებში, კვლავ  Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ აჩერებს აშშ-ისთვის ვიზების გაცემას. პრეზიდენტმა ერდოღანმა კი, განაცხადა, რომ ვიზების გაცემის შეჩერების ინსტრუქცია გასცა თვითონ. აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, სასამართლოს მხრიდან დაკავებული იყო ფეტოს ტერ-ორგანიზაციასთან კონტაქტის იდეით.

გაზეთი „სტარ“-ი ყურადღებას ამახვილებს ანტალიის ენერგეტიკის სამიტზე ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაკისთვის მიცემული კითხვების პასუხზე. მისი ცნობით, ნავთობის და ბუნებრივი აირის პირველი საბურღი სამუშაოები დაიწყება 2018 წლის დასაწყისში. დიდი იმედი აქვთ ხმელთაშუა ზღვისა. სწამთ, რომ შესძლებენ ფინასური უპირატესობის მოპოვებას. ენერგეტიკაში სხვა სახელმწიფოებისგან დამოკიდებულების შემცირება მეტად მნიშვნელოვანია-თქვა ალბაირაკმა.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს თურქეთის, ერაყსა და სირიის ჩრდილოეთში, „ტერორის დერეფნის“ წინააღმდეგ გათვალისწინებული გრძელვადიანი სამხედრო გეგმის დეტალების შესახებ. პირველი მარშრუტით შესვლა იდლიპის ჩრდილოეთის დარ-თა იზზაჰში მოხდება  ჰათაის რეიჰანლის სასაზღვრო ხაზიდან, სირიის თავისუფალი არმიის(ÖSO) და თურქი სამხედროების მონაწილეობით. აქედან მოხდება იდლიპში მყოფი ტერორისტული ელემენტების გამწმენდითი ოპერაციის მართვა. იდლიპის ტერორისტებისგან გაწმენდით, იდლიპის დარ-თაიზზაჰის ხაზის შექმნა იქნება „გარდამავალი დერეფნის“ პირველი ეტაპი.  მეორე ნაბიჯით მოხდება ევფრატის ფარის რეგიონში გადასვლა. 'YPG'-ს მოხრჩობის ოპერაციის ფარგლებში მოხდება, ტერ-ორგანიზაცია YPG-სკონტროლში მოქცეული აფრინის სამხრეთით, არაბული მოსახლეობის კომპაქტურ ტელ რიფატის რაიონის, ტერორისტებისგან განთავისუფლება და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევა.  

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ ირანი და თურქეთი, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში გააქტიურეს   დიპლომატიური ურთიერთობები, პკკას წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას განახორციელებენ. ითანამშრომლებენ საზღვრის დაცვის, დაზვერვის გაზიარების და კოორდინაციის საკითხებში.

„ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, რომელიც ეყრდნობა თავდაცვის მრეწველობის მრჩეველის ისმაილ დემირის სიტყვებს, სახელმწიფოში,  საბრძოლო „Altay“-ის სახელწოდების ტანკების მასობრივი წარმოების ტენდერისთვის, ელიან წინადადებებს. დემირმა, დამოუკიდებელი მრეწველების და ბიზნესმენების, MÜSİAD-ის ასოციაციის კონფერენციაზე, უპასუხა ალთაის ტანკის მასობრივი წარმოების ტენდერთან დაკავშირებით კითხვებს და აღნიშნა, რომ ამჟამად წინადადებებს ელიან.


საკვანძო სიტყვები: თურქული , მიმოხილვა , პრესა

მსგავსი ინფორმაციები